აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/46
10/02/2023
ვებგვერდი, 14/02/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/46

2023 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 01 სექტემბრის №01/2602 განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-23) აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის კმ1(0+650)-ზე, მდ. სურამულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება – მშენებლობის სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „Construction Service“-ს (ს/ნ: 404935647 ) შორის 2020 წლის 31 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. №46-20 ხელშეკრულების ფარგლებში (№AT200001221). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. საპროექტო, ახალი ხიდის მშენებლობა გათვალისწინებულია ქარელის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის რეგიონში მდ. სურამულაზე, ზღვის დონიდან 600-650 მეტრზე, ექსპლოატაციაში მყოფი რკინა-ბეტონის ხიდის ნაცვლად. საპროექტო ხიდი ორმალიანია, ჭრილკოჭოვანი, სქემით 2X24,0 მ.გეგმაში ხიდი დაპროექტებულია სწორზე, ხოლო ფასადში მცირე 2,0%-იან ქანობზე. იგი მართობულად კვეთს მდ. სურამულას. ხიდის სიმაღლე (მანძილი სავალი ნაწილის ნიშნულიდან მდინარის წყლის დონემდე) შეადგენს 6,9 მეტრს, ხოლო სიგანე 11,08 მეტრს. ხიდის გაბარიტია 1,0+8,0+1,0 მეტრი. ხიდის მთლიანი სიგრძე შეადგენს 57,35 მეტრს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბურჯებზე არმირებული რეზინის საყრდენი ნაწილების საშუალებით მალის ნაშენის დაყრდნობა. ასევე მოეწყობა ინდივიდუალური კონსტრუქციის ფოლადის სადეფორმაციო ნაკერები. მალის ნაშენის მთელ სიგრძეზე გათვალისწინებულია ტროტუარების და თვალამრიდების მოსაწყობი რკინა-ბეტონის კონსოლები. პროექტით ხიდის მთელ სიგრძეზე განხორციელდება რკინა-ბეტონის კონსტრუქციის თვალამრიდების და ფოლადის კონსტრუქციების მოაჯირების მონტაჟი. პროექტის შესაბამისად მოხდება ფოლადის ყველა სახის კონსტრუქციის შეღებვა. ხიდის 11,08 მეტრი სიგანის სავალი ნაწილის კონსტრუქცია შედგება ფილების ზედაპირზე მოსაწყობი ბეტონის გამათანაბრებელი, ჰიდროიზოლაციის და ასფალტო-ბეტონის ფენებისგან. სავალ ნაწილს ხიდის განივად აქვს ორმხრივი 2%-იანი ქანობი. სავალი ნაწილი ტროტუარებისაგან გამოყოფილია რკინა-ბეტონის თვალამრიდების საშუალებით. ხიდის სავალი ნაწილიდან წყლის მოსაცილებლად პროექტით გათვალისწინებულია წყალმომცილებელი სისტემის მოწყობა, რომელიც შედგება წყალმიმღები ძაბრების და პოლიეთილენის 150 მმ დიამეტრის საწრეტი მილებისგან. საპროექტო ხიდის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია დროებითი გზისა და ხიდის მოწყობა. მშენებლობის პერიოდში მოძრაობის გადართვა გათვალისწინებულია არსებული ხიდის სიახლოვეს მოწყობილ დროებით ხიდზე. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდგომ უნდა მოხდეს ხიდის დახაზვა და შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვა.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ გიორგი რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001027027), ეკატერინე რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001022335), მზია რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001021363), რომან რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001012479), ნიკოლოზ რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001008016), ფარსადან რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001034830), გელა რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001028012), ბელა რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001034949) და ირინე რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001007053) თანასაკუთრებაში არსებულ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცაში მდებარე, 3736 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №68.06.41.421) ნაწილზე - 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-23) აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის კმ1(0+650)-ზე, მდ. სურამულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცაში მდებარე 3736 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №68.06.41.421) თანამესაკუთრეები არიან: გიორგი რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001027027), ეკატერინე რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001022335), მზია რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001021363), რომან რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001012479), ნიკოლოზ რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001008016), ფარსადან რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001034830), გელა რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001028012), ბელა რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001034949) და ირინე რაზმიაშვილი (პ/ნ: №43001007053).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცაში მდებარე 3736 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №68.06.41.421) ნაწილი – 270 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 2 დეკემბრის №7 და 2023 წლის 08 თებერვლის №1 ოქმების საფუძველზე,

:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-23) აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის კმ1(0+650)-ზე, მდ. სურამულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება – მშენებლობის სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ გიორგი რაზმიაშვილის (პ/ნ:43001027027), ეკატერინე რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001022335), მზია რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001021363), რომან რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001012479), ნიკოლოზ რაზმიაშვილის (პ/ნ:43001008016), ფარსადან რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001034830), გელა რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001028012), ბელა რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001034949) და ირინე რაზმიაშვილის (პ/ნ: №43001007053) თანასაკუთრებაში არსებულ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცაში მდებარე, 3736 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №68.06.41.421) ნაწილზე – 270 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                                    ლევან დავითაშვილი