„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016765
2-64
16/02/2023
ვებგვერდი, 17/02/2023
360050000.22.023.016765
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-64

2023 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/05/2013, 360050000.22.023.016137) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“-„ძ“ ქვეპუნქტები:

„ჩ) კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;

ც) რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;

ძ) ტანის აღკვეთილის ადმინისტრაცია.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე-29-ე პუნქტები:

„27. კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია მართავს კვერეთის აღკვეთილს.

28. რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს რაჭის ეროვნულ პარკს.

29. ტანის აღკვეთილის ადმინისტრაცია მართავს ტანის აღკვეთილს.“;

გ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1)“ ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში, მათ შორის, სამკერდე ვიდეოკამერის გამოყნებით, მოქმედი კანონდებლობის დარღვევათა ამსახველი ფოტო/ვიდეომასალის გადაღება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია