„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017330
2
13/02/2023
ვებგვერდი, 13/02/2023
140030000.22.034.017330
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №2

2023 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისიის დასკვნის შესაბამისად, აგრეთვე, ამ წესის 451 მუხლის 11 პუნქტით ან 62-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

3. 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მოთხოვნის მიუხედავად, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და არ ჩაიტარებს ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევას/ანალიზს მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე თუ არ დაემორჩილება ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს.“.

4. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მოთხოვნის შესაბამისად, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და ჩაიტაროს ყველა საჭირო გამოკვლევა/ანალიზი მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე დაემორჩილოს ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურიდან დათხოვნის ან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური