„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023894
61
10/02/2023
ვებგვერდი, 13/02/2023
010240030.10.003.023894
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2023 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-16 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ახორციელებს სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის  კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვას, ორგანიზებასა და კოორდინაციას; უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დანერგვასა და  მათ შემდგომ განვითარებას, თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდასაჭერად, სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დროულ, უწყვეტ, საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობის სისტემების ტაქტიკური დონის სისტემებთან ურთიერთქმედებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 20 მარტიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი