„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 430040000.10.003.023895
62
10/02/2023
ვებგვერდი, 13/02/2023
430040000.10.003.023895
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №62

2023 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №337 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 27/06/2022, 430040000.10.003.023548) შეტანილ იქნეს   ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებისა (შემდგომში − დაწესებულება) ან ინდივიდუალური მეწარმის, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (შემდგომში − რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა) წარმოების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, ინფორმაციის შეტანის, შენახვის, შეცვლის, გამოყენების წესებსა და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის ასახვაზე, დამუშავებასა და გამოყენებაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს  ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  დაწესებულების სტატუსის მოპოვება.

32. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია, 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ინდივიდუალური მეწარმე;“;

ბ) მე-6 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ინდივიდუალურ მეწარმეს − ინფორმაციის/მონაცემების ასახვა, ხედვა, ამოღება, დამუშავება და რედაქტირება;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაზე წვდომისათვის უნდა გაიარონ მომხმარებლის რეგისტრაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა თავდაპირველად უნდა მონიშნოს ველი: დაწესებულებაა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი), გაერთიანებაა თუ ინდივიდუალური მეწარმეა. აღნიშნული ველის მონიშვნის შემდეგ დაწესებულებამ და გაერთიანებამ უნდა შეავსონ  საიდენტიფიკაციო კოდის ველი.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში სუბიექტმა, ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, უნდა შეავსოს შემდეგი ველები:

ა) ინდივიდუალური მეწარმის პირადი ნომერი;

ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი;

გ) ინდივიდუალური მეწარმის მობილურის ნომერი;

დ) მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა;

ე) საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

ვ) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

ზ) საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

თ) პაროლი;

ი) პაროლის გამეორება.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 71 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ველი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გაერთიანების შემთხვევაში, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, მის მიერ ასახულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს აქტივაციის კოდს, რომელიც უნდა ასახოს შესაბამის ველში და დაასრულოს რეგისტრაცია.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ასახვა

1. გაერთიანების მართვაში შემავალ ყველა დაწესებულებას რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში არეგისტრირებს/ასახავს გაერთიანება, ხოლო ის დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას/ასახვას ახორციელებს თავად.

2.  დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის შესახებ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უნდა შეივსოს შემდეგი ველები:

ა) დაწესებულების დასახელება/ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდება;

ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის პირადი ნომერი;

გ) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის  სახელი, გვარი;

დ) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის ტელეფონის ნომერი;

ე) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის  ელექტრონული ფოსტა;

ვ) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

ზ) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

თ) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

ი) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტა;

კ) მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს დაწესებულება ან სადაც ინდივიდუალური მეწარმე ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების  ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას;

ლ) საქმიანობის განხორციელების მისამართი;

მ) პერსონალის საერთო რაოდენობა;

ნ) აღსაზრდელების საერთო რაოდენობა;

ო) ინფორმაცია კვებითი მომსახურების ორგანიზების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ველი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმეს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ველში უნდა მიეთითოს ინდივიდუალური მეწარმის პასპორტის ნომერი.

5. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში აღინიშნება ის ველები, რომელთა შევსებაც სავალდებულოა.

6. დაწესებულებამ, გაერთიანებამ ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსების შემდეგ უნდა დააჭიროს „შენახვა-წარდგენის“ ღილაკს, რის შემდეგაც განხორციელდება დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია/ასახვა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს რეგისტრირებული/ასახული მონაცემების ცვლილება დაწესებულებისა და გაერთიანების მიერ შესაძლებელია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში.

8. ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების  მიზნით დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციად განიხილება, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის შესახებ მონაცემების რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი