,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ალექსანდრე ღლონტის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 მაისის N31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016028
8
08/02/2023
ვებგვერდი, 13/02/2023
000000000.00.113.016028
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ალექსანდრე ღლონტის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 მაისის N31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №8

 2023 წლის 8 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ალექსანდრე ღლონტის ქუჩა სახელის მინიჭების შესახებ “ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 მაისის №31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მუხლი 1. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ალექსანდრე ღლონტის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 მაისის №31 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №1 და №3 ქუჩებისათვის ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ“.

2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №1 და №3 ქუჩებს მიენიჭოს „ალექსანდრე ღლონტის“ სახელი თანდართული რუკის თანახმად.“.

მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე        დავით დარჩია