დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 10/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.78.091.016012 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02/03/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016004) დამტკიცებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესი (შემდგომში – წესი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საქმიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, ადგენს სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა (შემდგომში – მონაცემთა) დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნებსა და წესს, ასევე, განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომლების, მონაცემთა სუბიექტის, მონაცემთა დამმუშავებლების, უფლებამოსილი პირის, დაინტერესებული პირისა და მესამე პირების უფლება-მოვალეობებს.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეტყობინება – პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილი მომართვა, ასევე ანონიმური მომართვა;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სამსახურის თანამშრომელი – სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;". 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რისკების შეფასების შედეგები;“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური უფლებამოსილია, ჩაატაროს მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) საკუთარი ინიციატივით ან შეტყობინების საფუძველზე.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების ან/და შეტყობინების ვალდებულების (მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების) შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;“. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის, ამოიღოს ჩანაწერი ელექტრონული სისტემიდან;“. 6. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სამსახურის უფროსი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი – სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოადგილე.“. 7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამსახურის უფროსთან გაასაჩივროს სამსახურის თანამშრომლის ქმედება, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევს;“. 8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მიეთითება შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველი, მიზანშეწონილობა, შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებისა და დასრულების თარიღი და ფარგლები.“. 9. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი (სადაც შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის ჩაბარება) ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ განმცხადებელს სურს კორესპონდენციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ განმცხადებლის ან წარმომადგენლის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, განმცხადებლისა და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.“. 10. მე-17 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხარვეზის შესახებ ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდებისას, განუმარტოს მას ხარვეზის დადგენისა თუ განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლო შედეგი, ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის გასაჩივრების უფლების შესახებ (მათ შორის, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელება, მისამართი და გასაჩივრების ვადა).”; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ განმცხადებელი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ აღმოფხვრის ხარვეზ(ებ)ს, სამსახური განცხადების მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, სადაც ხარვეზი აღმოფხვრილია, ხოლო თუ აღნიშნული ნაწილის ცალკე განხილვა შეუძლებელია, განცხადება სრულად დარჩება განუხილველი. სამსახური უფლებამოსილია, განმეორებით დაადგინოს ხარვეზი ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, განმცხადებლის განმეორებითი მომართვიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.“. 11. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოებებია: ა) სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობა; ბ) განმცხადებელის მიერ განცხადების განუხილველად დატოვების ან მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეწყვეტის მოთხოვნა; გ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებამდე ან შესწავლის მომენტისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლა; დ) სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების არსებობა იმავე დარღვევის ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა; ე) დავის სასამართლო წარმოებაში არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა; ვ) სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებთან დაკავშირებით, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა; ზ) სისხლის სამართლის საქმის არსებობა იმავე ფაქტზე, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა; თ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4014 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დანაშაულის ნიშნების არსებობა; ი) საკითხის შესწავლა სცილდება სამსახურის კომპეტენციას; კ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებების არსებობა, რომელიც გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა იწვევს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების მისაღებად. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაიწყოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), თუ მონაცემთა სუბიექტის განცხადებაში აღწერილ გარემოებებზე რეაგირებისგან თავის შეკავება უარყოფით გავლენას იქონიებს მონაცემთა სხვა სუბიექტ(ებ)ის უფლებებზე. ამ შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შეწყვეტილი შესწავლისას მოპოვებული მტკიცებულებები განიხილოს საკუთარი ინიციატივით დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირება) ფარგლებში.“. 12. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება საჯარო დაწესებულებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა, ასევე „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური შემოწმებისა (ინსპექტირება));“; ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება ფიზიკურ პირს ან კერძო დაწესებულებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისა, ასევე, „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური შემოწმებისა (ინსპექტირება));“; გ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა უკავშირდება საჯარო და კერძო სექტორში, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმურ შემოწმებას (ინსპექტირება) (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);“; დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლები (მათ შორის სტაჟიორი), რომლებსაც აქვთ მონაცემთა დამუშავების კანონიერების ეფექტიანად შესწავლისთვის აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება ან უნარ-ჩვევები;“. 13. მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ თავით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გაეცნობა შესაბამის პირს ამ წესის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად ან ადგილზე, შემოწმების დაწყებამდე.“. 14. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ჩასატარებლად კონკრეტული მტკიცებულებ(ებ)ის მოპოვების, მტკიცებულების მოპოვების კონკრეტული მეთოდ(ებ)ის გამოყენებისა და ამ პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების (ფოტოგადაღება, აუდიოჩაწერა, ვიდეო-აუდიო ჩაწერა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის თანამშრომელი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და კოორდინაციით. გადაწყვეტილების მიღებისას, სამსახურის თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზანი, მოცულობა და მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა.“. 15. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არასრულწლოვანი მხარის ახსნა-განმარტების მიცემის პროცესს უნდა დაესწროს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ან/და შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.“. 16. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არასრულწლოვანი მოწმისთვის ჩვენების ჩამორთმევის პროცესს უნდა დაესწროს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.“. 17. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ვადის გაგრძელების საფუძველი.“. 18. 31-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადგილზე შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, რომელიც გამოიცემა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი თანამშრომლის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამსახურის იმ თანამშრომლ(ებ)ის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნომერი, რომელ(ებ)იც უფლებამოსილი არიან ჩაატარონ ადგილზე შემოწმება. ადგილზე შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებითაც.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადგილზე შემოწმებისას, მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია დაემორჩილოს სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, მათ შორის, დროულად და სრულად მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებული ვიდეო ან აუდიოჩანაწერი), მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, დააკვირდეს მონაცემთა დამუშავების პროცესს, განახორციელოს ფოტო/ვიდეო/ვიდეო-აუდიო გადაღება ან/და მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედება. დაუშვებელია სამსახურის თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესის შეფერხება. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შეფერხებისკენ მიმართული მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის ნებისმიერი ქმედება უთანაბრდება დოკუმენტის/ინფორმაციის მიუწოდებლობას, რის გამოც მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.“. 19. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. სამსახურის თანამშრომლის მიერ მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დასადასტურებლად ოქმის შედგენის წესი 1. აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი წარმოადგენს ამ თავით გათვალისწინებული მტკიცებულების ფიქსაციისა და პირის ინფორმირებულობის მიზნით ზეპირი კომუნიკაციის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმი. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი დგება შესაბამისი მოქმედების მიმდინარეობისას, ხოლო წერილობითი ოქმი დგება შესაბამისი ზეპირი კომუნიკაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ოქმის შედგენის ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება, თუ ოქმში უნდა აისახოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. 3. თუ აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი დგება ისეთ მოქმედებაზე, რომელშიც გარდა სამსახურის თანამშრომლისა, მონაწილეობს სხვა პირიც, აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენა დასაშვებია მხოლოდ კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობით. კომუნიკაციის მონაწილე ყველა პირის თანხმობა უნდა დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმში. 4. კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის მიერ აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომელი ადგენს წერილობით ოქმს. 5. სამსახურის თანამშრომლის მიერ ოქმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს აუდიოჩამწერი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თარიღი და დრო უნდა დაფიქსირდეს სხვა საშუალებებით (მაგ.: თარიღის ხმამაღლა დასახელებით ან სხვა). 6. აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოხატულ თანხმობას ან უარს თანხმობაზე აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენაზე და შესაბამისად აუდიო ან ვიდეო-აუდიო ჩაწერაზე; ბ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; გ) ოქმის შემდგენი სამსახურის თანამშრომლისა და კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარს და თანამდებობას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში); დ) აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმის შედგენის დროს და ადგილს; ე) იმ მოქმედების დასახელებას, რომელთან დაკავშირებითაც დგება ოქმი; ვ) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების დასახელებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია. 7. წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სამსახურის დასახელებას; ბ) ოქმის შედგენის დროსა და ადგილს; გ) საქმის დასახელებას, რომელზეც დგება აუდიო ან ვიდეო-აუდიო ოქმი, ან/და იმ გარემოების/ქმედების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც დგება ოქმი; დ) ოქმის შემდგენი სამსახურის თანამშრომლისა და კომუნიკაციის მონაწილე პირ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობას; ე) კომუნიკაციის ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელებას. თუ კომუნიკაცია განხორციელდა ტელეფონის საშუალებით, ტელეფონის ნომერს, რომელზეც განხორციელდა კომუნიკაცია; ვ) შესაბამისი მოქმედების დროს განხორციელებულ ღონისძიებებს, მოპოვებულ მტკიცებულებებსა და კომუნიკაციის მონაწილეების მიერ გამოთქმულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა საკითხებს მოქმედებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით; ზ) ოქმის შემდგენი სამსახურის თანამშრომლის ხელმოწერას და სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის ხელმოწერას, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოქმედების განხორციელებაში მონაწილეობს იგი; თ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მოქმედებაში მონაწილე მხარის პოზიციას ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშვნას ამის თაობაზე. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. თუ შესაბამისი მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს. 8. მხარის ახსნა-განმარტებასთან, მოწმის ჩვენებასთან, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებასთან, ექსპერიმენტის ჩატარებასთან, ადგილზე შემოწმებასთან და ზეპირ განხილვასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შედგენილი ოქმი, გაცნობისა და ოქმში მოყვანილი შესაბამისი გარემოებების დადასტურების მიზნით, სამსახურის თანამშრომლის მიერ წარედგინება მასში მონაწილე პირებს. ოქმის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამის პირს სამსახურის თანამშრომლის მიერ განესაზღვრება ვადა ოქმის გასაცნობად (არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა) და განემარტება, რომ უფლება აქვს, გამოთქვას შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. პირის მიერ ოქმის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 9. ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის, თუ კომუნიკაციის დროს გაცხადებული ინფორმაცია მხარის, დაინტერესებული პირის ან მესამე პირის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტურად.“. 20. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმეების გაერთიანება და გაყოფა 1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმეების გაერთიანება და გაყოფა. 2. საქმეების გაერთიანებისას, სამსახური ითვალისწინებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.“. 21. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის განხილვის ვადა 2 (ორი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რის გამოც აღნიშნულ ვადაში შეუძლებელია სამსახურის უფროსის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით საკმარისი, საიმედო და შესაფერისი მტკიცებულებების შეგროვება, განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 (ერთი) თვით, თუ აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადა. ვადის გაგრძელების მიზნით, 2 (ორი)-თვიანი ვადის გასვლამდე, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართავს სამსახურის უფროსს. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გამოიცემა სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ბრძანება, რომელშიც მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება განმცხადებელს.“. 22. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
მუხლი 39. რეაგირება დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას
მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დროს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, კანონით დადგენილი წესით აცნობებს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.".
23. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
3. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტი მზადდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლითა და ამ წესის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების დაცვა.“.
24. 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ვერგამოვლენის თაობაზე;“. 25. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ობიექტური გარემოებების გამო სამსახურის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დავალების განსაზღვრულ ვადაში შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელს/უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, შესაბამისი ვადის ამოწურვამდე, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს სამსახურს დადგენილი ვადის გაგრძელების დასაბუთებული მოთხოვნით. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი“. 26. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარდგენიდან ან დაბლოკვის მიზეზის წარმოშობიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა ჩერდება, თუ სამსახური მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ ქვეპუნქტი: „21. განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში სამსახური აღარ სწავლობს მონაცემთა დაბლოკვის საკითხს, ხოლო მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ სამსახური განცხადებას განუხილველად დატოვებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები