დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016479 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 20.11.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016257) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები: „გ.ა) ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება; გ.ბ) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება;“ 2. მე-11 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ქონების აღწერა და მართვა; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით; ინვესტიციების დაგეგმვა; ინვესტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; წინადადების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 15 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები