დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016478 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.12.2022 წელი, 010250020.35.121.016472) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო დახმარების პროგრამის“ (დანართი №3) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა ბენეფიციარი დახმარების მოთხოვნამდე ბოლო 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში.“. 2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო დახმარების პროგრამის“ (დანართი №3) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან, ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა დახმარების მთხოვნელმა მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; გ) სამსახურს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.“. 3. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა ბენეფიციარი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში და პროგრამით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში.“ 4. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დადგენილების მე-9 მუხლით დამტკიცებული „ვეტერანთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №9) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა დახმარების მიმღები პირი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები