„პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 5 ოქტომბრის №1-1/426 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.024.016781
1-1/35
07/02/2023
ვებგვერდი, 09/02/2023
310060000.22.024.016781
„პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 5 ოქტომბრის №1-1/426 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/35

2023 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 5 ოქტომბრის №1-1/426 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 5 ოქტომბრის №1-1/426 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 06/10/2022, 310060000.22.024.016766) დამტკიცებულ „პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-4 მუხლის:

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„თ) IRU-ს აკრედიტაცია შესაბამის სფეროში.“;

 მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ მძღოლის პროფესიული კომპეტენციის სწავლების (სრული, შემოკლებული და პერიოდული გადამზადების კურსი) და ტრანსპორტის მენეჯერის პროფესიული კომპეტენციის სწავლების მიმართულებაზე სტატუსის მქონე სასწავლო ცენტრზე და ამავე სტატუსების მიღების მსურველ დაინტერესებულ პირებზე.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აქვს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ იმ მიმართულებებზე, რომლის სწავლებასაც ახორციელებს/განახორციელებს ან მისი ცოდნა დასტურდება IRU-ს ან IRU-ს მიერ კვალიფიცირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით;“.

3. მე-6 მუხლის:

მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ ქვეპუნქტი:

„კ) IRU-ს შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ მძღოლის პროფესიული კომპეტენციის სწავლების (სრული, შემოკლებული და პერიოდული გადამზადების კურსი) და ტრანსპორტის მენეჯერის პროფესიული კომპეტენციის სწავლების მიმართულებაზე სტატუსების მიღების მსურველ დაინტერესებულ პირებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი