„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016470
6
07/02/2023
ვებგვერდი, 09/02/2023
010250050.35.164.016470
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2023 წლის 7 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2022წ. 010250050.35.164.016463), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.

ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;

ბ) სოციალური ქსელი;

გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-8  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.  ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა

დახმარება გაიცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილზე, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც არის რეგისტრირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2022 წლის ბოლოს (ვისაც არ უსარგებლია ანალოგიური დახმარებით) და 2023 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. პირველ და მეორე ბავშვზე დახმარება გაიცემა -300 ლარის ოდენობით, ხოლო  ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 600 ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) მშობლის განცხადება;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

„3. სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება 350 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების  მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.

ა) ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში ნომერი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ.გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ბ.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ბ.ე) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

„6. დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა:

ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით და სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;

  • მარტოხელა მშობლები, შშმ პირთა ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები;

  • 18-21 წლის  ახალგაზრდები, რომლებიც გასულნი არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

  • ქირის თანხით დაფინანსება განხორციელდება ყოველთვიურად 50-130 ლარის ფარგლებში;

  • დაფინანსება ხდება 3-6 თვის მანძილზე;

  • ვადის დასრულებისას  ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ბინის მფლობელის  საკუთრების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

7. 1.5 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას 1.5 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად.

ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ყვარლის მუნიციპალიტეტი და მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000. ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების  თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 150 ლარისა.

  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;

დ) ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ბავშვის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან რეგისტრაციის ამონაწერი, სადაც შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 70 000 სარეიტინგო ქულა;

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

8. მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება

  • ონკოლოგიურ პაციენტზე ფინანსური დახმარება 100 ლარი გაიცემა წელიწადში ორჯერ;

  • სოფელ გრძელიჭალაში 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახების დახმარება  განისაზღვროს  ყოველთვიური 100 ლარის ოდენობით.

  • იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი (ონკოლოგიური) საჭიროებს სამედიცინო კვლევის ჩატარებას საზღვარგარეთ და ვერ ხდება დაფინანსებული თანხის კონკრეტულ კლინიკაში ჩარიცხვა,  აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმეტის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება პაციენტის ან/და  უფლებამოსილი პირის პირად ანგარიშზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრების დაფინანსება:

2008 წლის  ომში გარდაცვლილი ოჯახის დაფინანსება მოხდეს წელიწადში ერთხელ 500 ლარის ოდენობით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ჯანდაცვის ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:

მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების სამიზნე ჯგუფები და დაფინანსების წესი:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებელია ყვარლის მუნიციპალიტეტი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000, დასაფინანსებელი საყოველთაო დაზღვევის მიღმა  დარჩენილი თანხა განისაზღვროს: 300 ლარამდე სამედიცინო ღირებულების შემთხვევაში - 100%-ით;  500 ლარამდე - 60%-ით. 500 ლარიდან-1000 ლარამდე - 50%-ით. ათასიდან ზევით 30%, არაუმეტეს 1000 ლარისა;

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვთა  დაუნის სინდრომის, 7 წლამდე ასაკის ბავშვთა ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვროს წლიური ლიმიტით – 800 ლარი;

გ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს, მათზე სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება გაიცემა განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომისიის გადაწყვეტილებით.

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სავალდებულოა რეგისტრაციის ადგილად მითითებული იყოს ყვარლის მუნიციპალიტეტი ან წარმოადგინოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაცემული ცნობა დაფინანსების შესახებ.

ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ.

2. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსება

სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული მკურნალობა, კვლევა) თანადაფინანსება მოხდება  წლიური 1500 ლარის ლიმიტის ფარგლებში. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის ან განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვა (კერძო სადაზღვევო კომპანიის) დაფინანსების შესახებ.

3. მოქალაქეთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების (მათ შორის, ონკოლოგიურიც) თანადაფინანსება:

ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება 300 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ, ხოლო სხვა ქრონიკული (სახელმწიფო დაფინანსების მიღმა დარჩენილი) მძიმე დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, არაუმეტეს  წელიწადში ორჯერ.

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) ფორმა N100;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი.

4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების დაფინანსება თვეში 200 ლარის ოდენობით:

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულთა დახმარება წელიწადში 400 ლარის ოდენობით:

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის ან ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

6. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია და სხვა დაავადების) მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის ან ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი