„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017329
1
07/02/2023
ვებგვერდი, 08/02/2023
140130000.22.034.017329
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1

2023 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2018, 140130000.22.034.016772) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-4 მუხლის მე-2  მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე.

3. განმეორებითი ძალადობის რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 ქულა. განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა.

4. ორდერი გამოიცემა 1 თვის (30 დღე) ვადით, თუ სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი, ხოლო სხვა შემთხვევაში, ორდერი შეიძლება გამოცემულ იქნეს უფრო მცირე ვადითაც.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური