დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016629 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ ქვეპუნქტი: ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 0-65000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარებს 100%-ით დაფინანსდება 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება. ის ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდება 50%-ით“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით: ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით; ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით; გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით;“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეთ 50%-ით 5000 ლარამდე.“ ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი. „8. ომის მონაწილე ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.“; ვ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში. ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) ომის მონაწილის დამადასტურებელი (ვეტერანის) მოწმობა.“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები