„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016628
6
07/02/2023
ვებგვერდი, 08/02/2023
010250050.35.137.016628
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2023 წლის 7 თებერვალი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022 010250050.35.137.016593) კერძოდ:

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31მუხლი.

მუხლი 31

დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური ხელშეწყობის გაცემის წესი დანართი 4-ის შესაბამისად.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ის მე-2 და მე-3 თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

 

მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება ოლიმპიურ, არაოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ, არაოლიმპიურ ინდივიდუალური სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ, არაოლიმპიურ ინდივიდუალური სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 2500 ლარამდე;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 1500 ლარამდე.

მუხლი 3. ადგილობრივ (რეგიონულ) დონეზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური დახმარება ოლიმპიურ, არაოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რეგიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ, არაოლიმპიურ ინდივიდუალური სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რეგიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ, არაოლიმპიურ ინდივიდუალური სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 1200 ლარამდე;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარიდან 600 ლარამდე.

 

მუხლი 4. ადგილობრივ (რაიონულ) დონეზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ/თანამონაწილეობით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური დახმარება ოლიმპიურ, არაოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რაიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ, არაოლიმპიურ ინდივიდუალური სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რაიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ, არაოლიმპიურ ინდივიდუალური სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 1000 ლარამდე;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარიდან 500 ლარამდე.

 

მუხლი 5. მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების მწვრთნელების ფინანსური დახმარება

1. მწვრთნელებს, რომელთა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე და დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 10% ოდენობით.

2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში.

3. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20%.“

 

„თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

მუხლი 6. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2. სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

 

მუხლი 7. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ შექმნილი დროებითი კომისია.

2. სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 3-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 5 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 3-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ბოლო 5 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი“;

ე) დადგენილებას დაემატოს დანართი 4 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



„დანართი 4

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური ხელშეწყობის გაცემის წესი

 

თავი I

მუხლი 1. ფინანსური ხელშეწყობის - მერის სტიპენდიისა და ჯილდოს გაცემის წესი და მიზანი

1.  ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების   ფინანსური  გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე  და წარჩინებულ კურსდამთავრებულზე მერის სტიპენდიისა და ჯილდოს გაცემის წესს.

2.  წესის მიზანია  სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) და წარჩინებული კურსდამთავრებულის, ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური ხელშეწყობის გაცემის გზით.

3.  დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროგრამა „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობის“  (კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი/სასწავლო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) წარმატებული სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი,  და რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილი სალექციო კურსების შეფასების საშუალო ქულა აქვს არანაკლებ 90 ქულისა;

გ) სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

დ) წარჩინებული კურსდამთავრებული – პირი, რომელსაც გადაეცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი;

ე) მერის სტიპენდია – წარმატებული სტუდენტისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ბიუჯეტის პროგრამიდან სემესტრულად გაცემული ფულადი თანხა;

ვ) მერის ჯილდო – წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი  ბიუჯეტის პროგრამიდან ერთჯერადად გაცემული ფულადი თანხა.

 

თავი II

ფინანსური ხელშეწყობის სამიზნე ჯგუფები და ფინანსური ხელშეწყობის ოდენობა

 

მუხლი 3. წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური ხელშეწყობა

1. მერის სტიპენდია გაიცემა წარმატებულ  სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ  კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 5 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ)  არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ე) სემესტრის განმავლობაში გავლილი სალექციო კურსების შეფასების საშუალო ქულა აქვს არანაკლებ 90.

2. მერის სტიპენდია ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

3. მერის ჯილდო გაიცემა წარჩინებულ  კურსდამთავრებულზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 5 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) გადაცემული აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი.

4. მერის ჯილდოს ოდენობა ერთ წარჩინებულ კურსდამთავრებულზე   ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი  სერტიფიკატის მიხედვით განისაზღვრება: 

ა) ოქროს მედალოსნის დამადასტურებელი  სერტიფიკატის შემთხევაში ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ)  ვერცხლის მედალოსნის  დამადასტურებელი  სერტიფიკატის შემთხვევაში ერთჯერადად – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური ხელშეწყობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

მუხლი 4. წარმატებული  სტუდენტებისათვის და წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის ფინანსური ხელშეწყობის გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. მერის სტიპენდიის მისაღებად წარმატებულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი;

გ) საბანკო რეკვიზიტები;

დ) ადიგენის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ბოლო 5 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან);

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. მერის ჯილდოს მისაღებად კურსდამთავრებულმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  ასლი;

გ) საბანკო რეკვიზიტები;

დ) ადიგენის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ბოლო 5 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; 

ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

3. წარმატებულ სტუდენტს და წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

მუხლი 5. ფინანსური ხელშეწყობის გაცემის ადმინისტრირება

1. წარმატებულ სტუდენტს  მერის სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. მერის სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით, წარმატებულ სტუდენტს მერის სტიპენდიის მოთხოვნის უფლება აქვს სალექციო კურსის წინა სემესტრის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

3. წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და 1-ლი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. წარჩინებულ კურსდამთავრებულს მერის ჯილდო გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

5. მერის ჯილდო წარჩინებულ კურსდამთავრებულს   გადაეცემა ერთჯერადად, წარჩინებულ კურსდამთავრებულს მერის ჯილდოს მიღების მოთხოვნის უფლება აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

6. წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის  მერის ჯილდოს გადაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და წინამდებარე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

7. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური ხელშეწყობის  განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.“.