ზოგიერთი ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

  • Word
ზოგიერთი ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 06/01/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 21/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115..006.291
  • Word
01
06/01/2004
სსმ, 5, 21/01/2004
310.150.000.11.115..006.291
ზოგიერთი ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.291

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №1

2004 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

საქართველოს კანონების „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-9 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 1999 წლის 28 იანვრის №10 ბრძანება „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის და გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესების”, „საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესის”; ,,სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების”, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ წესდების”, „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” და „საზღვაო დისციპლინარული წესდების” დამტკიცების თაობაზე;

2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 20 მარტის №23 ბრძანება „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი