,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის № 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.137.016627
5
07/02/2023
ვებგვერდი, 08/02/2023
010250000.35.137.016627
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის № 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 7 თებერვალი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის № 12 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 05/04/2019; 010250000.35.137.016444),  კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„1. საპატიო წოდება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს წელიწადში ერთხელ: ადიგენელობის დღესასწაულზე  (14 მაისი) ადიგენის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეულ  კანდიდატებს:

ა) საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი, უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე, ადიგენის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.“ 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი