დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.10.003.023884 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2022, 300350000.10.003.023767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“:
1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ პირსა და ესკოს შორის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის საფუძველზეც ესკო ვალდებულია, სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ პირს აუნაზღაუროს შემოთავაზებულ ტარიფსა და დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობა, თუ შემოთავაზებული ტარიფი დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასზე მაღალია. თუ დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებული ფასი შემოთავაზებულ ტარიფზე მაღალია, სიმძლავრის აუქციონში შერჩეული პირი ვალდებულია, ესკოს აუნაზღაუროს დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასსა და შემოთავაზებულ ტარიფს შორის სხვაობა;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ესკოს მიერ ფასთა სხვაობა გადაიხდება, როგორც დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებული ფასი ნაკლებია ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე. 2. დაინტერესებული პირის მიერ ესკოსთვის ფასთა სხვაობის გადახდა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებული ფასი მეტია ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დადგენილების საფუძველზე, ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ფასთა სხვაობის ანაზღაურება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, იმ პირობით, რომ ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და აღიარება ხდება დღიურად, საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ყოველი დღის საათობრივი მონაცემების მიხედვით, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისი დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის ფასთა სხვაობის შესაბამისი ჯამური თანხის ანაზღაურება განხორციელდება ყოველი თვის დასრულების შემდეგ.“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ დოკუმენტაციის განხილვის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დაინტერესებულ პირს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა, იმ პირობით, რომ აუქციონის კომისიის მიერ დაცული იქნება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა. აუქციონის კომისიის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი არ ექვემდებარება განხილვას და განაცხადს აღარ მიეცემა შემდგომი მსვლელობა.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონის კომისია ვალდებულია, დაიცვას ამ მხარდაჭერის სქემის მიხედვით წარდგენილი განაცხადების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობა, გარდა პროექტის სიმძლავრისა და შემოთავაზებული ტარიფისა, რაც უნდა გასაჯაროვდეს აუქციონის შედეგებთან ერთად. 6. ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი. თუკი ასეთ შემთხვევაში ტარიფები იდენტურია, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლის ენერგეტიკული მოდელით შემოთავაზებული სავარაუდო გამომუშავება იქნება უფრო მაღალი. თუკი ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას შემოთავაზებული ტარიფები და ენერგეტიკული მოდელით შემოთავაზებული სავარაუდო გამომუშავებები იდენტურია, სამინისტრო ვალდებულია, ჩანიშნოს განმეორებითი აუქციონი, „სიმძლავრის აუქციონის წესების“ შესაბამისად. განმეორებით სიმძლავრის აუქციონში უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის გამოცხადების დღიდან დაინტერესებულ პირთან ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებამდე სამინისტროს მიმართავს სხვა დაინტერსებული მხარე იმავე საპროექტო არეალში, „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების საფუძველზე პროექტის განხორციელების ინიციირების მიზნით, აღნიშნული მიმართვა განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე საპროექტო არეალზე ამ დადგენილების მიხედვით წარდგენილი განაცხადი არ იქნება შერჩეული აუქციონის კომისიის მიერ ან ნებისმიერი სხვა მიზეზით იმავე საპროექტო არეალში განაცხადის წარმდგენ პირთან არ გაფორმდება ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება და განმცხადებელ დაინტერესებულ პირს უარის თქმიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში დაუბრუნდება მის მიერ წარდგენილი განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრულად.“. 4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფასთა სხვაობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია, ივაჭროს საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გავა მხარდაჭერის სქემიდან.“. 5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ − „ჟ“ ქვეპუნქტები: „ნ) ცნობა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ან/და უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ: ნ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში, კუთვნილ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული; ნ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, კუთვნილ ქონებაზე ან ამავე იურიდიული პირის წილებზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული (თარგმანის შემთხვევაში, დამოწმებული აპოსტილით ან ნოტარიულად); ო) ცნობა მოვალეთა ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე (თარგმანის შემთხვევაში, დამოწმებული აპოსტილით ან ნოტარიულად); პ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ცნობა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაცია; ჟ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ცნობა შესაბამისი განსჯადობის საქალაქო სასამართლოდან ან/და უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის საქმის წარმოება.“. 6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. აუქციონზე წარდგენილ განაცხადსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შორის სხვაობა 1. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 10%-ით. 2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 30%-ით. 3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს, შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება 100%-ით. 4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი პოზიტიურ სხვაობაზე შეუმცირდება 10%-ით. 5. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი პოზიტიურ სხვაობაზე შეუმცირდება 30%-ით. 6. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება პოზიტიურ სხვაობაზე 100%-ით.“. 7. მე-12 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადები შესაძლოა, გაგრძელდეს/გახანგრძლივდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით, თუკი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება ფერხდება დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი უწყების მიერ, წერილობითი ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები