დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016421 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016133) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“; ბ) მე-6 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) დებულების მე-9 მუხლს დაემატოს 91 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება: 1. უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას. 2. აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს. 3. უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზებას კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ახდენს სამუშაო აღწერილობების შემუშავებას. 5. უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამის - „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA" ადამიანური რესურსების მართვის მოდულის მართვას და ადმინისტრირებას, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) საკრებულოსთვის განკუთვნილი შესაბამისი მოდულების მართვას; პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვისთვის. 6. ახდენს შრომითი ხელშეკრულებების მომზადება-გაფორმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას. 7. ახდენს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, მივლინებისა და შვებულების აღრიცხვა-სისტემატიზაციას. 8. ახორციელებს პროფესიულ საჯარო მოხელეთა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეფასების პროცესის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფას. მონაწილეობს მოხელეთა შეფასების პროცესში და სათანადო კონსულტაციებს უწევს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს. 9. ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიული დონის ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და საჭირო ღონისძიებათა გატარებას. აღრიცხავს და აანალიზებს მოხელეთა შეფასების შედეგებს, ამზადებს წინადადებებს საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასის მინიჭების შესახებ. 10. პასუხისმგებელია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების, სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიწოდებაზე. 11. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები