საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 10/10/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
10/10/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ

ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი კატეგორიის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ყოფნა მიზანშეუწონელია და რომ რესპუბლიკაში შრომა-აღმზრდელობითი დაწესებულების არარსებობის გამო ამჟამად ირღვევა კანონის მოთხოვნები არასრულწლოვანთა მიერ სასჯელის მოხდის პირობების შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. გათავისუფლდნენ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელისაგან, აგრეთვე ისეთი სასჯელისაგან, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულნი, ვისაც დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ შესრულებია 18 წელი.

2. შეწყდეს ყველა საგამოძიებო საქმის წარმოება და სასამართლოებში განუხილველი საქმეები დანაშაულთა გამო, რომლებიც 1991 წლის 29 ოქტომბრამდე ჩაიდინეს იმ პირებმა, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ შესრულებიათ 18 წელი და ვისზედაც ვრცელდება სასჯელისაგან გათავისუფლება ამ კანონის მიხედვით.

3. სასჯელისაგან არ თავისუფლდებიან არასრულწლოვანები, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვთ სამ წელზე მეტი ვადით შემდეგი მძიმე დანაშაულისათვის:

ა) სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. განსაკუთრებით საშიში დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე-73-ე მუხლები);

ბ) სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული შემდეგი სხვა დანაშაულის ჩადენისათვის: ბანდიტიზმი (მუხლი 78-ე), მასობრივი არეულობა (მუხლი მე-80);

გ) პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 104-ე), განზრახ მკვლელობა (მუხლი 105-ე), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 110-ე), გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებაში (117-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები), ყაჩაღობა (96-ე და 152-ე მუხლები), მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა (2091 მუხლი);

დ) საზოგადოებრივი უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულისათვის: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება (240-ე მუხლი), ნარკოტიკული ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება, ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიება (252-ე მუხლი, 2521 მუხლი, 2523 მუხლი);

ე) რომლებსაც ადრე მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ამ ბრძანებულების მე-3 მუხლის „ა“-„დ“ პუნქტებში ჩამოთვლილი დანაშაულისათვის.

4. გაუნახევრდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ამ კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილი დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ შესრულებიათ 18 წელი.

5. ამ კანონის შესრულება დაევალოთ: საგამოძიებო საქმეებზე  წინაწარი გამოძიების ორგანოებს; სასამართლოებში განუხილველ საქმეებზე, მათ შორის იმ საქმეებზე, რომლებიც განხილულია, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ შესულა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 46-ე და 471 მუხლების შესაბამისად სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრდებით ან განაჩენის აღსრულება გადაედოთ,  სასამართლოებს; მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს.

6. კანონი ძალაშია 1991 წლის 29 ოქტომბრიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                              ზვიად გამსახურდია

თბილისი,

1991 წლის 30 ოქტომბერი

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

ამნისტიის შესახებსაქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 ოქტომბრის კანონის გამოყენების წესის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ იმ პირებზე, ვისაც დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ შესრულებიათ: 18 წელი და რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული კანონის ძალაში შესვლამდე, ე. ი. 1991 წლის 29 ოქტომბრამდე.

2. ამნისტიის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 ოქტომბრის კანონის შესრულება დაეკისროთ:

ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს;

მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან - შრომა-გასწორების დაწესებულების უფროსის დადგენილებით;

ბ) მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებს:

იმ პირთა მიმართ, რომელთა დანაშაულის შესახებ საქმეები და მასალები ამ ორგანოების წარმოებაშია;

გ) სასამართლოებს:

იმ პირთა მიმართ, რომელთა დანაშაულის შესახებ საქმეები და მასალები სასამართლოების წარმოებაშია და კანონის ძალაში შესვლის დროისათვის არ არის განხილული, აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომელთა დანაშაულის შესახებ საქმეები განხილულია, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ შესულა;

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად პირობით მსჯავრდებულთა მიმართ და იმ პირთა მიმართ, რომლებსაც განაჩენის აღსრულება გადაუვადდათ. ამავე კოდექსის 471 მუხლით გათვალისწინებული წესით;

მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც ძირითად სასჯელად მისჯილი აქვთ ჯარიმა, თუ კანონის ძალაში შესვლამდე ჯარიმა გადახდევინებული არ არის, ამნისტიის გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა;

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულ და იმ პირთა მიმართ, რომელთაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვთ უფრო მსუბუქი სასჯელით, კანონის ძალაში შესვლამდე ამნისტიის გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დადგენილება ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ.

3. მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ამნისტიის შეფარდების საკითხს წყვეტენ განაჩენის დამდგენი საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოები შინაგან საქმეთა ორგანოების წარდგინებით.

4. შინაგან საქმეთა ორგანოების, აგრეთვე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოების დადგენილებას ამნისტიის შეფარდების შესახებ ამტკიცებს პროკურორი.

სასამართლოების მიერ ამნისტიის შესახებ კანონის შეფარდების დროს პროკურორის მონაწილეობა აუცილებელია.

5. ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენების დროს მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც გაქარწყლებული ან მოხსნილია კანონით დადგენილი წესით. 

ასევე არ მიიღება მხედველობაში იმ პირთა ნასამართლობა, რომლებიც ადრე მსჯავრდებულნი იყვნენ. გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის ან მსჯავრდებული იყვნენ განზრახი დანაშაულისათვის და შეეფარდათ სასჯელი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც ადრე მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებში ჩამოთვლილი დანაშაულისათვის.

6. ამნისტიის გამოყენებისას იმ პირთა მიმართ, რომელთაც სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელის ვადა უკვე შეუმცირდათ შეწყალების ან ამნისტიის წესით და არ ჩაუდენიათ ახალი განზრახი დანაშაული, ამნისტიის შეფარდებისას მხედველობაში მიიღება სასჯელის ის ვადა, რომელიც ამ აქტებით იქნა საბოლოოდ განსაზღვრული.

7. დანაშაულის ერთობლიობისას ამნისტიის შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეული დანაშაულის მიმართ ცალ-ცალკე.

8. წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმებს უზრუნველყონ კონტროლი ამნისტიის შესახებ კანონის შესრულებაზე.

9. დაევალოს აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებს, რესპუბლიკის პრეფექტურებს;

უზრუნველყონ ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ არასრულწლოვანთა დროულად აღრიცხვაზე აყვანა, მათი შრომითი მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა სახლებში, სასწავლო დაწესებულებებში მათი მოთავსება.

10. ამნისტიის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 ოქტომბრის კანონის შესრულებისათვის მუშაობა დასრულდეს ორთვიან ვადაში მისი ძალაში შესვლიდან.

11. ამნისტიის გამოყენების თაობაზე საჩივრები და პროტესტები განიხილება კანონით დადგენილი წესით.

12. ზედამხედველობას ამ დადგენილების შესრულებაზე ახორციელებენ რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი

საბჭოს თავმჯდომარისოადგილე                            ნემო ბურჭულაძე

თბილისი,

1991 წლის 30 ოქტომბერი