დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 31/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016605 |
|
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განმცხადებლის (მაძიებლის) მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემ ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ მეორე ეტაპის საფასურს, გარდა ამ წესების 101 მუხლით გათვალისწინებული არასტანდარტული მიერთების შემთხვევისა.“. 2. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. არასტანდარტული მიერთება1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, გადამცემ ქსელზე მიერთება შეიძლება განხორციელდეს არასტანდარტული მიერთების გზით, რა დროსაც მაძიებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე ამ წესების მე-7 მუხლით გათვალისწინებული მიერთების, ასევე, გადამცემი ქსელის შესაბამისი მონაკვეთის გაძლიერების (რეკონსტრუქციის) სამუშაოებს, სრულად ან ნაწილობრივ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. 2. არასტანდარტული მიერთება ხორციელდება: ა) თუ გადამცემ ქსელზე მიერთების თაობაზე გადამცემი სისტემის ოპერატორის უარი ამ წესების 91 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დასაბუთებულად იქნა ცნობილი კომისიის მიერ; ან ბ) თუ მაძიებელი არ ეთანხმება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-9 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზებით განსაზღვრულ მიერთების თარიღებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასტანდარტული მიერთებისას მაძიებელს ეკისრება ამ წესების 112 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების პირველი ეტაპის საფასურის გადახდის ვალდებულება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მაძიებლის მიერ არასტანდარტული მიერთების მოთხოვნისას, მიერთების სამუშაოები ხორციელდება გადაცემის სისტემის ოპერატორსა და მაძიებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, ამ წესებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მაძიებელმა ამ წესების მე-9 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულის შეთავაზების მიღებიდან, მაგრამ არაუგვიანეს ამ შეთავაზებით გათვალისწინებული ვადისა, გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა მიმართოს არასტანდარტული მიერთების მოთხოვნით, მიერთების სამუშაოების დასრულების ვადის (გეგმა-გრაფიკი) მითითებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაძიებლის მიერ შეთავაზებული მიერთების სამუშაოების დასრულების ვადა მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში უნდა იყოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზებით განსაზღვრულ ვადაზე არანაკლებ 6 თვით ნაკლები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზის შეჭრის შემთხვევაში – არანაკლებ 1 წლით ნაკლები. 7. თუ მაძიებლის მიერ არასტანდარტული მიერთების მოთხოვნით წარდგენილი სამუშაოების დასრულების ვადა აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნა განიხილოს და 15 სამუშაო დღის ვადაში კომისიას და მაძიებელს გაუგზავნოს: ა) მიერთების ხელშეკრულების პროექტი და ტექნიკური პირობა; ბ) მაძიებლის მიერ წარდგენილი სტანდარტული მიერთების განაცხადი და არასტანდარტული მიერთების მოთხოვნა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილობითი დასაბუთება, შეთავაზებული ვადების გათვალისწინებით არასტანდარტული მიერთების განხორციელების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე. 8. ამ მუხლის შესაბამისად გაცემული მიერთების ხელშეკრულების პროექტი, გარდა ამ წესების მე-11 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, უნდა განსაზღვრავდეს: ა) მიერთების სამუშაოების დასრულების ვადას; ბ) მიერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ მაძიებლის მიერ გადამცემ სისტემაში შექმნილი აქტივების გადამცემი სისტემის ოპერატორის მფლობელობაში გადაცემის ვალდებულებასა და აქტივების გადაცემის გონივრულ ვადებს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, თუ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არასტანდარტული მიერთების განხორციელებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ხელმოწერილ მიერთების ხელშეკრულებას უგზავნის მაძიებელს. მაძიებელმა მიერთების ხელმოწერილი ხელშეკრულება გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა დაუბრუნოს მიღებიდან 10 სამუშაო დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მიერთების ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება. 10. მაძიებელი უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მიერთების შეთანხმებით გათვალისწინებული მიერთების სამუშაოების დასრულების ვადის ერთჯერადად გაგრძელების მოთხოვნით. მაძიებლის მიერ წარდგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) მიერთების სამუშაოების დასრულების განახლებულ ვადას; ბ) ინფორმაციას განხორციელებული სამუშაოების თაობაზე შესაბამის დოკუმენტაციასთან/მტკიცებულებასთან ერთად; გ) მიერთების სამუშაოების ვადის გაზრდის მოთხოვნის ობიექტურ გარემოებებს. 11. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში კომისიას წარუდგინოს მაძიებლის მოთხოვნა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოსაზრება მიერთების სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებაზე. 12. კომისია განიხილავს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს მაძიებლის მოთხოვნას მიერთების სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე; ბ) ნაწილობრივ მიზანშეწონილად მიიჩნევს მაძიებლის მოთხოვნას მიერთების სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე და განსაზღვრავს მიერთების სამუშაოების დასრულების ვადას; გ) არამიზანშეწონილად მიიჩნევს მაძიებლის მოთხოვნას მიერთების სამუშაოების ვადის დასრულების გაგრძელებაზე. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამცემი სისტემის ოპერატორი და მაძიებელი ვალდებული არიან კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღეში ცვლილება შეიტანონ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მიერთების ხელშეკრულებაში. 14. თუ მაძიებელმა ვერ დაასრულა მიერთების სამუშაოები მიერთების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მაძიებელსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის დადებული მიერთების ხელშეკრულება წყდება. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება მაძიებელს არ ართმევს უფლებას, ხელახლა მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს მიერთების ახალი განაცხადით, ამ წესების შესაბამისად.“. 3. 71-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი: „მუხლი 711. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მსხვილი მომხმარებლის და მწარმოებლის აღრიცხვის კვანძის დაკავშირება ესკაა სისტემასთან1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მსხვილი მომხმარებელი და ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი დაუშვას მის საკუთრებაში არსებულ აღრიცხვის კვანძებზე, აღნიშნული აღრიცხვის კვანძების გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ესკაა სისტემასთან დაკავშირებისა და შემდგომში მუდმივი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აღრიცხვის კვანძები დაკავშირებული იყო გადამცემი სისტემის ოპერატორის ესკაა სისტემასთან. 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსხვილი მომხმარებლისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების ესკაა სისტემასთან დაკავშირება და შემდგომი მუდმივი კავშირი. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მსხვილი მომხმარებლის ან ელექტროენერგიის მწარმოებლის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი უნდა ეკუთვნოდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები