დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 06/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016660 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
მუხლი 1.
ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების ვადა |
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა, 18:00 საათის შემდეგ. |
მუხლი 2.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ვადა |
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისია იღებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა, 18:00 საათის შემდეგ. |
მუხლი 3.
კანდიდატურის მოხსნის ვადა |
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის:
ა) საარჩევნო ბლოკს/პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის/მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ; ბ) პარლამენტის წევრობის კანდიდატს/საკრებულოს წევრობის კანდიდატს/მერობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. |
მუხლი 4.
საარჩევნო უბნების გახსნის დრო |
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები იხსნება 6 საათსა და 45 წუთზე. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები