დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადება №23 ბოლნისის საარჩევნო ო.ლქში ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 19/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.244 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.244
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №58/2003
2003 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადება №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2003 წლის 18 დეკემბერს მიიღო განკარგულება №179/2003 “№23 ბოლნისის საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე”, რომლითაც №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 25 იანვარი.
აღნიშნული არჩევნების სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარებას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა გააჩნია. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ ვადებში მთელი რიგი პროცედურების შესრულება შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელახალი არჩევნებისათვის საჭიროა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელახალი ფორმირება, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია ასევე იმ ვადების დაცვა, რაც დადგენილია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისათვის, წარედგინოს წინადადება საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მიზანშეწონილია აღნიშნული არჩევნების კენჭისყრის თარიღი დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები