შპს "ინდექსის" საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გაგა ჭურღულია B003)

შპს "ინდექსის" საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გაგა ჭურღულია B003)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ინდექსი“
მიღების თარიღი 03/02/2023
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2023
სარეგისტრაციო კოდი
0
03/02/2023
ვებგვერდი, 06/02/2023
შპს "ინდექსის" საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გაგა ჭურღულია B003)
შპს „ინდექსი“
 

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2023 წლის 3 თებერვალი

 


სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. N129ა, სართული 4

ელ ფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: B00 3

მესაკუთრე: გაგა ჭურღულია პ/ნ 01001081971 მის.: ქ. თბილისი, მუხიანის I მ/რ, მე-7 კორპ. ბ. 33

აუქციონის ჩატარების დრო : 13/02/2023 წლის 14:00 სთ-დან 15/02/2023 წლის 11:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი :

eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

მოძრავი ნივთის საწყისი ფასი: 52 638.23 ლარი

პირველი აუქციონის საწყისი ფასი არის მოძრავი ქონების სალიკვიდაციო ღირებულება 19 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (1 აშშ დოლარი შეადგენს 2.6518 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023 წლის 01 თებერვალს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ეს თანხა მოიცავს, როგორც სპეციალისტის საზღაურს - 1158.04 ლარს, ასევე eAa uction.ge -ს მომსახურების საფასურს - 526.38 ლარს.

მოძრავი ქონების რეკვიზიტები: LAND ROVER, RANGER ROVER VELAR, სახელმწიფო ნომერი: UN015GR; AQ1504465; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი: SALYA2BX2LA258713, გამოშვების წელი: 2019

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: არა

აუქციონის პირობები :

) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სსთიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და მოძრავი ქონების მესაკუთრეს.

) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge- ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge- ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

გაცემული სსთიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, მოძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით .

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი . აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე . აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი , ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს .

) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპსინდექსიმასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები მოძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე