„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016664
8
03/02/2023
ვებგვერდი, 06/02/2023
010250050.35.105.016664
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 3 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი  ივლისის  №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/07/2022 წ, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016636) და დადგენილების დანართის:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერის არჩევა, მერიის თანამდებობის პირების დანიშვნა, მერის გადაყენება, მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ დებულებით.”;

ბ) მე-6 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით; უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს.“;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე.“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე) უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა