ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2593-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.020774
2593-XIმს-Xმპ
09/02/2023
ვებგვერდი, 24/02/2023
010100000.05.001.020774
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. აზარტული თამაშობის მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა

ბავშვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში ან/და სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვების ან/და ბავშვის მომგებიან თამაშობაში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის საკითხი წესრიგდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2593-XIმს-Xმპ