2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე

  • Word
2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57/2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/12/2003
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 19/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.243
  • Word
57/2003
18/12/2003
სსმ, 145, 19/12/2003
010.190.020.13.007.006.243
2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.243

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 57/2003

2003 წლი 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/ლენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამომრჩეველთათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2004 წლის 4 იანვრს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრს დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საარევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტს გასცემს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის საფუძველზე:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის, სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ბ) სამხედრო ბილეთი – სამხედრო ნამსახურობის მოწმობა;

გ) დევნილის მოწმობა;

დ) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.

    მუხლი 2

საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საბუთის დასახელება და ნომერი.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი  დ. ქიტოშვილი