„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018266
11/ნ
10/02/2023
ვებგვერდი, 13/02/2023
430210000.22.022.018266
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №11/ნ

2023 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში გამოყენებულ იქნეს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანებით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ მომენტიდან ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარატების საფუძველზე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს შეუწყდეთ გრიფის მოქმედების ვადა.

 42. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის მიერ შემუშავებულ, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილ I კლასის სახელმძღვანელოს – „დედაენას“ (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის მიერ იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი I კლასის სახელმძღვანელოს – „დედაენის“  განახლებული ვერსიისთვის სამინისტროს მიერ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი