„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 09/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.022.018264
09/ნ
06/02/2023
ვებგვერდი, 07/02/2023
360160000.22.022.018264
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №09/ნ

2023 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ  ბრძანების (www.matsne.gov.ge, 220211, 22/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული საგნის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.";

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემა) მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლებზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.“;

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწყებით საფეხურზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში. საბაზო და საშუალო საფეხურზე ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც განმსაზღვრელი შეფასება (ქულა ან ჩათვლა) იწერება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი