დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 02/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016606 |
|
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №11 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 11/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016448) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შპს „თბილისი ენერჯი“ ა.ა) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 4.95%; ა.ბ) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 4.95%; ა.გ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 3.86%; ა.დ) 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 3.00%; ა.ე) 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 3.00%; ა.ვ) 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 3.00%;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები