დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2563-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
სარეგისტრაციო კოდი | 140080000.05.001.020806 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა საჯარო შესყიდვის მეშვეობით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით განსაზღვრული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯებისა და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ხარჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა) ჩატარების, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ჩატარების ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4409 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. |
თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2563-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები