დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 1996-1997 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 19/07/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000190.01(2).000.000107 |
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ერთობლივი ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №54/344/174
1996 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
1996-1997 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის შესახებ
1996-1997 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის განსაზღვრის მიზნით ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი სამინისტროების,უწყებების, უმაღლესი სასწავლებლებისა და სპეციალობების მიხედვით, თანდართული №1, №2, №3 და №4 დანართების თანახმად.
2. დაევალოთ სამინისტროებს, უწყებებს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, უმაღლეს სასწავლებელთა რექტორებსა და საშუალო სპეციალური სასწავლებლების დირექტორებს მკაცრად დაიცვან სახელმწიფო დაკვეთით დამტკიცებული მისაღები კონტინგენტი სპეციალობათა მიხედვით, არ დაუშვან დაწესებული მისაღები კონტინგენტის დარღვევის არც ერთი ფაქტი.
3. უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა და საშუალო სპეციალურ სასწავლებელთა დირექტორებმა განახორციელონ ჯეროვანი ღონისძიებანი სასწავლებლებში საუკეთესო, ყველაზე მომზადებული ახალგაზრდობის ორგანიზებული მიღების უზრუნველსაყოფად, არ დაუშვან გადახრები მიღების წესებისა და მისაღები გამოცდების ჩატარების თაობაზე მოქმედი ნორმატიული აქტებისაგან.
4. ამ ბრძანებით განსაზღვრული მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის შესანახი ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს განათლების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1996-1997 სასწავლო წელს მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის ძირითადი პარამეტრები შეათანხმონ საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს დაავალოს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს 1997 წლის ტერიტორიული ბიუჯეტების ფორმირებისას გაითვალისწინონ ამ ბრძანების №2 და №4 დანართებით განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის დაფინანსება.
საქართველოს ეკონომიკის საქართველოს განათლების საქართველოს ფინანსთა
მინისტრი მინისტრი მინისტრი
ვ. პაპავა თ. კვაჭანტირაძე დ. იაკობიძე
შეთანხმებულია:
საქართველოს კულტურის სამინისტრო ვ. ასათიანი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და
სურსათის სამინისტრო ბ. გულუა
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ა. ჯორბენაძე
საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი კ. ასათიანი
საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის
მთავარი სამმართველო გ. კეკელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები