„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023882
49
01/02/2023
ვებგვერდი, 02/02/2023
040030000.10.003.023882
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №49

2023 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2022, 040030000.10.003.023217) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბიუროს უფროსის განკარგულება გამოიცემა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შემთხვევაში, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასევე ამავე კანონის           მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „ე2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდების შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი