,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 10/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.093
  • Word
148
09/07/2008
სსმ, 98, 10/07/2008
010.240.030.10.003.001.093
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148

2008 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“, და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

პ.ა) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას;

პ.ბ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს;

პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;

პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;

პ.ე) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;

პ.ვ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

პ.ზ) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის პროფესიულ სტანდარტებს;

პ.თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების პრინციპებს;

პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

პ.კ.) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს არაფორმალური გზით მიღებული სახელობო განათლების ატესტაციის წესსა და პირობებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ეროვნულ პროფესიულ სააგენტოსთან ერთად შეიმუშავებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამებს;

ჟ) ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს და სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს “ჩ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ჩ1) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას.“.

4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;“.

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმასა და რეესტრის წარმოების წესს, ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;

ს) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს.“.

6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მოადგილეთა შორის ფუნქციებს მინისტრი ანაწილებს ბრძანებით.“.

7. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს:

ა) დაემატოს „ა.რ“ და „ა.ს“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ა.რ) ქართული ენის სამსახური (სამმართველო);

ა.ს) უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო.“;

ბ) დაემატოს „გ.ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ.ლ) ეროვნული პროფესიული სააგენტო.“.

8. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.

9. 41 მუხლის მე-2 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების, თანამშრომელთა შუამდგომლობების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;“.

10. ამოღებულ იქნეს 41 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

11. 41 მუხლს დაემატოს მე-17 და მე-18 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„17. ქართული ენის სამსახურის (სამმართველოს) კომპეტენციაა:

ა) საქართველოს სახელმწფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

ბ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება.

18. უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართვე-ლოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპის და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია;

ბ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ ხელშეკრულებების შემუშავება და შესრულების ხელშეწყობა.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე