„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016612
9
01/02/2023
ვებგვერდი, 02/02/2023
010250050.35.162.016612
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2023 წლის 1 თებერვალი

ქ. ახმეტა

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2022, 010250050.35.162.016602)  შეტანილ იქნეს  ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი

1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია.

2. კომისიის გადაწყვეტილება  მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა პროგრამის თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.

 5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „მ“,  „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1500 (ათას ხუთასი) ლარს.

6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.

7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.

8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. დახმარება გაიცემა რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მერის წარმომადგენელმა  განცხადებით უნდა მიმართოს მერს უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

9. ომის ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის განმცხადებელმა მერიას უნდა მიმართოს ომის ვეტერანის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

10. ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის დასახმარებლად თანხა გაიცემა ოჯახის წევრზე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების და რეგისტრაციის მიუხედავად.

11. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული  (დევნილი) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები დახმარებას მიიღებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის მიუხედავად. 

12. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.“.

2. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში).“.

3. მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფორმა №IV/100-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ/დიაგნოზი შესაბამისი  კლასიფიკატორით და პამპერსის ზომის მითითებით/;“

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  ფორმა №IV/100-ა -ს შესაბამისი  ინვოისი აფთიაქიდან.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი