დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090020020.35.151.016355 |
|
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne. gov.ge, 06/03/2019, 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80 %-ით (ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%), ხოლო სკოლის ოქროსმედალოსან სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება 100%-ით (სწავლის საფასური 2250 ლარი). აგრეთვე იმ ოჯახებს, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი ან ოქროსმედალოსანი, თითოეული სტუდენტი დაფინანსდება 80%-ით (ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%-ით), ხოლო ოქროსმედალოსანი 100%-ით. გაიცეს ყოველწლიური ფულადი დახმარება სკოლის ოქროსმედალოსანზე სტუდენტობის პერიოდში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ვერცხლისმედალოსანზე 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები