ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N20.42.04.810 და ს.კ. N20.42.04.812) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N20.42.04.810 და ს.კ. N20.42.04.812) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016359
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
03
31/01/2023
ვებგვერდი, 01/02/2023
010250050.35.131.016359
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N20.42.04.810 და ს.კ. N20.42.04.812) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/02/2023 - 28/04/2023)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2023 წლის 31 იანვარი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. №20.42.04.810 და ს.კ. №20.42.04.812) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16  მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 38-ე, 41-ე, და 47-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-16 მუხლისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქობულეთში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. №20.42.04.810 და ს.კ. №20.42.04.812) (2022 წლის 29 აპრილის №15 განკარგულებით) დამტკიცებული კონცეფციის გათვალისწინებით შემუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმა თანახმად №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის №14 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი