დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.023875 |
|
მუხლი 1 |
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ4“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა“.
|
მუხლი 2 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა. მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარები პროგრამის ბენეფიციარები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, გეგმავენ ყოფნას/იმყოფებიან/სწავლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით. მუხლი 3. პროგრამის დაფინანსება 1. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე და ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდეს დაფინანსება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის“ (პროგრამული კოდი: 32 04 02) პროგრამის „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 04 02 07). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დაფინანსება ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, აგრეთვე მემორანდუმებითა და პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებულ მიმართვაში დაფიქსირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გრანტის სახით ხარჯების ანაზღაურებას. მუხლი 4. პროგრამის ადმინისტრირება პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელშიც საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მუხლი 5. პროგრამის მოქმედების ვადა პროგრამა ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
დოკუმენტის კომენტარები