“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცეესკოს 2003 წლი 8 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შეხახებ

  • Word
“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცეესკოს 2003 წლი 8 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შეხახებ
დოკუმენტის ნომერი 55/2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/12/2003
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 144, 16/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.230
  • Word
55/2003
12/12/2003
პარლამენტის უწყებანი, 144, 16/12/2003
010.190.020.13.007.006.230
“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცეესკოს 2003 წლი 8 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შეხახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.230

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №55/2003

2003 წლი 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №51/2003 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტები.

3. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:

„ე) საარჩევნო უბნების შექმნა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ.”

4. მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” და „ვ” ქვეპუნქტები:

„ე) საარჩევნო უბნების სიის გამოქვეყნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ;

ვ) საარჩევნო უბნის საზღვრებისა და მასში შემავალი შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების გამოქვეყნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.”.

5. მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ” ქვეპუნქტი:

ბ) სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნების შექმნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.”.

6. მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ” ქვეპუნქტი:

ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემების გადაცემა ცესკოსათვის.”.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე      ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი      დ. ქიტოშვილი