„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016360
02
30/01/2023
ვებგვერდი, 01/02/2023
010260020.35.133.016360
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2023 წლის 30 იანვარი

ქ. ბათუმი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 01.07.2022 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016340) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მერიის ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) მერიის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

დ) მერიის განათლების და კულტურის სამსახური;

ე) მერიის შესყიდვების სამსახური;

ვ) მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) მერიის შიდა აუდიტის სამსახური;

თ) მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

ი) ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების; საქმისწარმოება, მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის კონტროლი, დონორ ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მერიაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების ვიზირებას.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის  ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების, პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტში ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელება, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენა, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების მართვა, საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირება; მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია, განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკას, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას, ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას; მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყველა აქტივისა და პასივის თავისდროულ აღრიცხვას, კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენას. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას. “

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, შესყიდვების საჯაროობა, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ პროპორციული, თანასწორი, არადისკრიმინაციული მიდგომა, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავება, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ს.ს.ი.პ–სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსთან ურთიერთობა. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 აპრილიდან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე