დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016523 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2022, №190020020.35.159.016517) და
|
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 55521,3 ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 35830,3 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
5.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9455,0 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 10236,0 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
7.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 36680,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
8.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 30171,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 30471,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
9.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
10.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
|
11.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 11393,6 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 11393,6 ათასი ლარის ოდენობით.“
ა) ნაშთი 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით: 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 8791,157.22 ლარი, მათ შორის ადგილობრივი სახსრების ნაშთი – 7238,720.04 ლარი, 83,293.0 ლარი –„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი რეფორმების ფინანსური მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2020 წ 30 დეკემბერის №2640 განკარგულებით მიღებული კაპიტალური გრანტი. 550,000.0 ლარი – „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი რეფორმების ფინანსური მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2021 წ. 27 დეკემბერის №2374 განკარგულებით მიღებული კაპიტალური გრანტი. ტრანსფერების ნაშთი სულ შეადგენს 919,144.18 ლარს. მათ შორის:
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბიუჯეტის ნაშთმა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა: შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის“ – 23,542.93 ლარი, შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ – 1235.85 ლარი, შპს „მარნეულის სოფწყალის“ – 42,060.11 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრის“ – 2719,61 ლარი, ა(ა)იპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ – 16 33679,38 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) – 597,57 ლარი, ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ – 2901,58 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა-0,36 ლარი. ბ) ნაშთი 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით: 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 11594,398.01 ლარი, მათ შორის, ადგილობრივი სახსრების ნაშთი – 10735,817.26 ლარი, 10,021.51 ლარი – მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერების ნაშთი სულ შეადგენს 858,580.75 ლარს. მათ შორის:
მიმდინარე ეტაპზე ბიუჯეტში ტრანსფერის ნაშთი ასახულია 657,801.59 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბიუჯეტის ნაშთმა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა: შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის“ – 26904,50 ლარი, შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ – 13242,60 ლარი, შპს „მარნეულის სოფწყალის“ – 46323,87 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრის“ – 3263,33 ლარი, ა(ა)იპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ – 16 43206,38 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) – 597,57 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა – 5000,36 ლარი.
|
12.
მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „გ.გ“ და „თ“ ქვეპუნქტი და პირველი პუნქტის ცხრილი და „ა“, „ა.ა“, „ა.ბ“, „ბ“, „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.დ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ვ.ა“, „ვ.ბ“, „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ა.ა) გზების მიმდინარე მოვლა შენახვა
ა.ბ.) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ) წყლის სისტემების განვითარება
ბ.ა) სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია
ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია
ბ.დ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია
გ) გარე განათება
გ.გ) გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
ე) ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია
ვ) კეთილმოწყობა
ვ.ა) საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია
ვ.ბ) სადღესასწაულო ღონისძიებები
ზ) სარიტუალო ღონისძიებები
თ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
|
13.
მე-13 მუხლის მეორე პუნქტის ცხრილი და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში
|
14.
მე-13 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „გ.ბ“ ქვეპუნქტი და მესამე პუნქტის ცხრილი და „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა, რეაბილიტაცია,მშენებლობა
გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა
გ.ბ) საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირება
|
15.
მე-13 მუხლის მეოთხე პუნქტის ცხრილი და „ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სპორტის სფეროს განვითარება
ა.ბ) სპორტული ღონისძიებები
ა.გ) სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
ბ) კულტურის სფეროს განვითარება
ბ.ბ) კულტურის სფეროს ღონისძიებები
ბ.გ) რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (050204)
|
16.
მე-13 მუხლის მეხუთე პუნქტს დაემატოს „ა.ბ“ ქვეპუნქტი და მეხუთე პუნქტის ცხრილი და „ა“, „ბ“ „ბ.ა“ , „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ჯანმრთელობის დაცვა (კოდი 0601)
„ა.ბ) კაპიტალდაბანდებები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“
ბ) სოციალური დაცვა
ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა
ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
|
17.
მე-13 მუხლის მეექვსე პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
18.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
19.
დაემატოს 26-ე მუხლი.
„მუხლი 26. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ვალდებულებები. განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ვალდებულებები 838 430,90 ლარის ოდენობით, მათ შორის ორგანიზაციული კოდების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით: ა) კოდი 010101 „მუნიციპალიტეტის საკრებულო“
ბ) კოდი 010102 „მუნიციპალიტეტის მერია“
გ) კოდი 020102 „გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია“
დ) კოდი 020202 „სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია“
ე) კოდი 020204 „სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია“
ვ) კოდი 020701 „საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა–რეაბილიტაცია“
ზ) კოდი 0209 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები“
თ)კოდი 050102 „სპორტული ღონისძიებები“
ი) კოდი 050103 „სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა“
კ) კოდი 050202 „კულტურის სფეროს ღონისძიებები“
ლ) კოდი 050204 „რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა“
მ) კოდი 0504 „ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა“
ნ) კოდი 060201 „ავადმყოფთა სოციალური დაცვა“
ო) კოდი 060202 „ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა“
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
|
|
დოკუმენტის კომენტარები