ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016424
04
27/01/2023
ვებგვერდი, 31/01/2023
010250020.35.144.016424
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №04

2023 წლის 27 იანვარი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №18 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  17 ივლისის №18 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge 18/07/2014, 010250020.35.144.016151).

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და შეჩერების შესახებ“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.შეისწავლის საკრებულოს წევრის (თანამდებობის პირის) სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებს“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ. განსაზღვრავს საკრებულოს კომისიების შემადგენლობას და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას, ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს, (გარდა საკრებულოს პირველი სხდომისა)“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ. საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს უახლოეს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე