დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016459 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2023 - 18/01/2024)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და განისაზღვროს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის №5 დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“(WWW.Matsne.gov.ge 21.01.2022 წ. ს/კ 010250020.35.125.016409). |
| მუხლი 3 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას (ისიდორე ლომთაძე). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K 1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG არის ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,43; 3. ITL არის ლოკალური ტერტორიული იდექსი, რომელიც შეადგენს: ა) ცენტრალური ზონისათვის - 1.3; ბ) შუალედური ზონისათვის -1; გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,7; 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ კვადრატული მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
1. ლოკალური ტერტორიული იდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამის ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6,708 ლარით; 2. ლოკალური ტერტორიული იდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს ერთით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით; 3. ლოკალური ტერტორიული იდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამის პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3,612 ლარით; |
| მუხლი 3 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის:
1. სოფელ - გელათი, მოწამეთა და კურსებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 300 %-ის შესაბამისად 15,48 ლარის ოდენობით. 2. სოფელ - ორპირში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 200 %-ის შესაბამისად 10,32 ლარის ოდენობით. 3. სოფელ - საწირეში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 %-ის შესაბამისად 5,16 ლარის ოდენობით. 4. სოფელ - ცუცხვათსა და ხრესილში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %-ის შესაბამისად 3.612 ლარის ოდენობით. 5. სოფლებში, რომლებიც არ არის მითითებული ამ დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში - სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 %-ის შესაბამისად 1,548 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %-ის შესაბამისად 1,29 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 5 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით და იგი შეადგენს 2,58 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები