დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016459 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.130.016181) და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
ეს წესი არეგულირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით წარმატებული სპორტსმენების, სტუდენტების, ახალგაზრდების და პედაგოგების დაჯილდოების წესს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებში; გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი; დ) წარმატებული ახალგაზრდა – მუნიციპალიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე/ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში, რომელიც კონკურსში მონაწილეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით; ე) წარმატებული გუნდი – სპორტულ, ინტელექტუალურ, კულტურულ-შემოქმედებით ჩემპიონატებსა და კონკურსებში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა I ან II ადგილი; ვ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დამთავრებული აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა; ზ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც ერთ სასწავლო წლის განმავლობაში გავლილ, ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 90 ქულა; თ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით; ი) წარჩინებული აბიტურიენტი-რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მოიპოვებს 100 % სახელმწიფო გრანტს.
|
მუხლი 3.
წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება
|
1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი; ბ) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 400 ლარი; III – ადგილი 300 ლარი; გ) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი; დ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; ე) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 500 ლარი; II – ადგილი 300 ლარი; III – ადგილი 200; ე 1 ) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ე 2 ) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი- 200 ლარი, III ადგილი – 150 ლარი; ვ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი 800 – ლარი; II ადგილი – 600 ლარი; ზ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი; თ) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; ი) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი; კ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი; კ 1 ) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი – 1200 ლარი, II ადგილი – 900 ლარი, III ადგილი – 700 ლარი; კ 2 ) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი; ლ) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 10000 ლარი; II ადგილი – 5000 ლარი; III ადგილი – 3000 ლარი; მ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III ადგილი – 1500 ლარი; ნ) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; ო) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1200 ლარი; პ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1200 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; პ 1 ) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 800 ლარი, III ადგილი - 600 ლარი; ჟ) ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 20 000 ლარი; II ადგილი – 10 000 ლარი; III ადგილი – 7 000 ლარი; რ) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III ადგილი – 1500 ლარი; ს) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის სპორტსმენზე განსაზღვრული ერთი უმაღლესი საპრემიო თანხის 50% გაიცემა გამარჯვებული სპორტსმენების პირად მწვრთნელებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ოლიმპიადაში წარმატებულ სპორტსმენთა პირველ მწვრთნელებზე კი ამ სპორტსმენებისათვის განსაზღვრული თანხების 50%. 2. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. 3. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. |
მუხლი 4.
წარმატებული ახალგაზრდის და პედაგოგის დაჯილდოება
|
1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში: I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ბ) საქართველოს ფესტივალებსა და კონკურსებში:„გრან -პრი“ – 400 ლარი; I ადგილი – 300 ლარი. 2. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს ამ ახალგაზრდაზე გასაცემი თანხის 50% -ით. 3. წარმატებულმა ახალგაზრდამ (კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული ახალგაზრდის (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი არასრულწლოვნის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. 4. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) წარმატებული ახალგაზრდის შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. |
მუხლი 5.
წარჩინებულ სტუდენტზე სტიპენდიის გაცემის აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები
|
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დამთავრებული აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა; გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; დ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მოპოვებული აქვს არანაკლებ 90 ქულა; ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი. 2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო რეკვიზიტები; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი ერთ სასწავლო წელს გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; დ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის ასლი. 3. სტიპენდიის ოდენობა, ერთ წარმატებულ სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 90-იდან 95 ქულამდე, შეადგენს 500 ლარს, ხოლო სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 95-იდან 100 ქულამდე, შეადგენს 700 ლარს. 4. წარმატებულ სტუდენტზე სტიპენდია გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ. |
მუხლი 6.
წარჩინებულ აბიტურიენტზე ჯილდოს გაცემის აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები
|
1. ჯილდო შეიძლება გაიცეს აბიტურინტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დამთავრებული აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა; გ) ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. 2. ჯილდოს მისაღებად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო რეკვიზიტები; გ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის ასლი; დ) ცნობა 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ. 3. ჯილდოს ოდენობა ერთ წარმატებულ აბიტურიენტზე შეადგენს 700 ლარს. 4. წარმატებულ აბიტურიენტზე ჯილდო გაიცემა ერთჯერადად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. |
მუხლი 7.
სამუშაო ჯგუფი
|
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის საკითხს განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარეს, მდივანს, ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნებს და გადასცემს შესაბამის სამსახურს ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით. |
მუხლი 8.
ჯილდოს გაცემის წესი
|
ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.
შენიშვნა: წინამდებარე წესი ვრცელდება პარაოლიმპიურ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები