დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 09/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 11/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.226 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.226
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №53/2003
2003 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ნება დაერთოთ საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 25 იანვრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, საარჩევნო ოლქსა და საარჩევნო უბანში კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნისას გამოიყენონ დასანიშნი პირის ნებისმიერი სურათიანი დოკუმენტის ფოტოსურათის ქსეროასლი.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები