დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016477 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება “დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 30/12/2022, 010250050.35.152.016471). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების გარდა, ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ / ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქემ სოციალური მომსახურების სააგენტოდან უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა, მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ; ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი; თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის “მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე ფორმა № IV-100/ა; ი) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე - ქორწინების მოწმობა; კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მშობლის ან/და მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი, სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაფინანსების შედეგების შესახებ; ლ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ცნობა სასწავლებლიდან და სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე საოქმო გადაწყვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნის შესახებ; ნ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ო) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; პ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქსეროასლი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები