„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016478
3
27/01/2023
ვებგვერდი, 30/01/2023
010250040.35.152.016478
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2023 წლის 27 იანვარი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის   №15 დადგენილებაში (mats№e.gov.ge 07/12/2021, ს/კ 010250040.35.152.016427), კერძოდ:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-17 მუხლის  მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის 58–ე მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;”

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-17 მუხლის  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი :

„ვ1) მუნიციპალიტეტის მერის მიერ  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის  საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე წერილობით მიმართვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-17 მუხლის  მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-18 მუხლის  მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ამ რეგლამენტის 102-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების  შემთხვევაში.“

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;“

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  26-ე  მუხლის  მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 104-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  83-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:          

„ზ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება;

თ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური