„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21-1
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 330090000.35.101.017067
21-1
27/01/2023
ვებგვერდი, 30/01/2023
330090000.35.101.017067
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21-1

2023 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 10/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.101.016985) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში“ (შემდგომში – წესი)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ავარიული სახლების ჩანაცვლების წინაპირობები

1. ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიშვება თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) შენობა-ნაგებობა არის ავარიული და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას;

ბ) შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა და წარმოდგენილია განცხადება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მშენებლობის შედეგად წარმოშობილი ფართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამავე მშენებლობის განხორციელების და ავარიული საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა დაკმაყოფილების მიზნით.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-7 პუნქტი:

„7. უკვე დემონტირებულ ან/და დანგრეულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებული პირის საკუთრებად იანგარიშება ფართი, რომელიც ფიქსირდება ამონაწერში საჯარო რეესტრიიდან, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული ფართი, რომლის საცხოვრებლად ან კომერციული დანიშნულებით გამოყენება დადასტურებული იქნება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ავარიული სახლების ჩანაცვლებისას დაინტერესებული პირებისათვის კომპენსაციის გაცემა“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა გაიცემა, თუ დაინტერესებული პირის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართი გამოიყენება საცხოვრებელი ან/და კომერციული მიზნით.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-4  მე-6 პუნქტები:

„4. ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებისას დაინტერესებული პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში ან მფლობელობაში სხვა საცხოვრებლად ვარგისი უძრავი ქონების და დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის ქირის გადახდის საშუალების არსებობა, ასევე მისი დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ადგილის საკითხი არ განიხილება კომპენსაციის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ალტერნატიული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, ყოველთვიური ბინის ქირის კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გაიცემა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

6. ავარიულ სახლში დაინტერესებული პირის საკუთრების კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვიურ კომპენსაციას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გასცემს პროექტის განმახორციელებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადით.“

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შიდა ელექტროგაყვანილობის სტანდარტული ქსელის მოწყობას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე