დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 02/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018257 |
|
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/02/2011, 040030000.22.022.016064) დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-10 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ტესტირებაზე დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში: ა) მართვის სისტემა უფლებამოსილია, დირექტორობის მსურველებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება ტესტირების დღეს ან ტესტირების დღემდე 5 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს დამატებით ტესტირების ერთი სესია; ბ) მართვის სისტემა უზრუნველყოფს იმ დირექტორობის მსურველთა მონაწილეობას დამატებით ტესტირებაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ მართვის სისტემის მიერ მითითებულ დროს ტესტირებაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულმა პირებმა შესაბამისი ტესტირების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემას უნდა წარუდგინონ COVID-19-ით ინფიცირების/სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მართვის სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის; ე) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართვის სისტემის მიერ მიღებული ინფორმაცია მართვის სისტემაში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება; ვ) დამატებით ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამჟამად მიმდინარე საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების ნაწილზეც. |
|
დოკუმენტის კომენტარები