დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016464 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01.01.2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016459) დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების (მშობელი , მეუღლე ან შვილი ) ერთჯერადი დახმარება . პროგრამული კოდი 060203.) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. პროგრამით ისარგებლებენ: საქართველოს ტერტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები (მშობელი, მეუღლე ან შვილი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წელიწადში ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით (8 აგვისტოს ან 27 სექტემბრის თარიღებთან დაკავშირებით).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის (შშმ პირთა დახმარება . პროგრამული კოდი 060209.) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქვეპროპგრამით დაფინანსდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის არაუმეტეს 60%. ბენეფიციარის დახმარების მიზნით გაცემული წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სამკურნელო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსებას და 200 ლარამდე ღირებულების მქონე დამხმარე მოწყობილობის შეძენისათვის მოთხოვნილ თანხას, რომელიც დაფინანსდება სრულად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის (დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება. პროგრამული კოდი 060212.) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტები. ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველსაყოფად ყოფელთვიურად მიიღებენ ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები