დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016463 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 24-ე მუხლის „დ.ა“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 1900200020.35.124.016458):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით (ათასი ლარი):
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) განისაზღვროს ბაღდათის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14, 942. 7 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3, 938. 3 ათასი ლარის ოდენობით.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1, 465. 2 ათასი ლარის ოდენობით.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11, 242. 1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4, 114. 2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4, 524. 2 ათასი ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 410. 0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 3, 700. 6 ათასი ლარით, ხოლო მთლიანი სალდო - 413. 7 ათასი ლარის ოდენობით.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -469. 4 ათასი ლარის ოდენობით.
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (კოდი 05 00) პრიორიტეტის მოკლე აღწერა – ბაღდათის მუნიციპალიტეტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული ღონისძიებების და ეკლესიის ხელშეწყობას. პრიორიტეტი გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს პოპულარიზაცია-განვითარებას, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კულტურული ცხოვრების მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას, სპორტის განვითარების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას და მათ მრავალფეროვნებას. ამ მიზნით ფუნქციონირებს:
ე. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება, სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა; წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება; საწვრთნელი პროცესის ორგანიზება; სახელობითი ტურნირების ჩატარება; შშმ პირებისათვის შესაბამისი სპორტული ინვენტარის შეძენა და შესაბამისი გარემოს შექმნა, ა(ა)იპ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრში ბაზირებული სპორტის 9 სახეობის (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, თავ. ჭიდაობა, ბერძნულ რომაული ჭიდაობა, ჭადრაკი, კუნგ-ფუ სანდა, კრივი, ბოჩა) ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ქალთა სპორტის ხელშეწყობა, ფიტნეს სექტორის განვითარება. პროგრამის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლენა. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და მასობრიობის ზრდა, სპორტული სკოლის გამართული ფუნქციონირება, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით მონაწილეობა. ე. ბ) სპორტული ღონისძიბების დაფინანსება (კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება, წახალისება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით; სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა; წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ხელშეწყობა; ღვაწლმოსილი და ვეტერანი სპორტის დამსახურებული სპორტსმენების დასაჩუქრება. პროგრამის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლენა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და მასობრიობის ზრდა. ე. გ) ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობა (კოდი 05 01 04) ქვეპროგრამა ახალია და პირველად განხორციელდა 2020 წელს. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ა(ა)იპ „საჭადრაკო კლუბი ბაღდათის“ დაფინანსება სუბსიდირების გზით. ა(ა)იპ არ არის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული. ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობას. პირველ ეტაპზე გაცემული სუბსიდია მოხმარდება საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ე. დ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (კოდი 05 02) პროგრამა გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს პოპულარიზაცია-განვითარებას, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მიმზიდველი და საინტერესო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნას, სადაც მოსახლეობა იღებს განათლებას და ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს განათლებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურის განვითარებას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და პოპულარიზაციის მიზნით ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი, რომელშიც თავის მხრივ გაერთიანებულია: 1. რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. 2. ჯანსუღ ღვინჯილიას სახელობის ცენტრალური და 4 სასოფლო ბიბლიოთეკა. 3. ვ. ვ. მაიაკოვსისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. პროგრამის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და თეატრისადმი მოსახლეობის დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, მიმზიდველი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნა, კულტურის დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირება. ე. ე) კუტურული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 05 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების, ფესტივალებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე შემოქმედებითი ჯგუფების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, ყვავილების თაიგულების შეძენას საერო, საეკლესიო და კულტურული ღონისძიებების აღსანიშნავად. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა მათი მოტივაციის გაზრდა. ე. ვ) ახლგაზრდული პროგრამების დაფინანსება (კოდი 05 03) ახალგაზრდობა მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული საზრუნავია. მისი შემოქმედებითი და შრომითი პოტენციალის, ახალ სამყაროში თავისუფალი ხედვის, ინიციატივიანი და პასუხისმგებლობითი აქტიურობის უნარის ჩანერგვა, საკუთარ მისწრაფებათა რეალიზაციის ახალი სიმძლავრეების შექმნა პრიორიტეტული საკითხია. არსებულ ვითარებაში მუნიციპალიტეტის სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდობის განვითარებისათვის შეიქმნას მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები. ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა ტიპის აქტივობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრამის მიზანია უპასუხოს ახალგაზრდობის გამოწვევებს, მოისმინოს ახალგაზრდების ხმა მათი ინიციატივების სახით და ხელი შეუწყოს ახალგაზრდული სამოქალაქო აქტივობის ზრდას. ე. ზ) ახლგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 05 03 01) პროგრამა გულისხმობს: 1. ახალგაზრდული პლატფორმების(საბჭო, ცენტრი, კლუბი) გაძლიერებას და ხელშეწყობას ახალგაზრდული სტრატეგიის მიხედვით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით. 2. მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების ორგანიზების თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას მუნიციპალური პროგრამების შემუშავების პროცესში. 3. ახალგაზრდების ინფორმირებას მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების შესახებ და მათ კვალიფიციური მხარდაჭერას. 4. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დასაქმების ფორუმის ორგანიზებას. 5) რეკრეაციული, შემეცნებითი და კულტურული ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერას. (ლაშქრობები, ექსკურსიები, ინტელექტუალური თამაშები) 6. ახალგაზრდებისათვის პოტენციურად ხელმისაწვდომი შეკრების სივრცეებისა და მასში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის უზრუნველყოფას. 7. ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის პოპულარიზებასა და გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პიროვნულ ზრდას (ტრენინგების/სემინარების/სასწავლო სესიების/პრაქტიკული სავარჯიშოების და ა. შ. საშუალებით) სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც განხორციელდება საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოების მხარდაჭერითა და ჩართულობით ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზაციის და თვითგამოხატვის შესაძლებლობა, იზიარებენ ურთიერთთანამშრომლობის და ტოლერანტობის პრინციპებს. უზრუნველყოფილია მათი მონაწილეობა ახალგაზრდული საქმიანობის კუთხით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ე. თ) ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა (კოდი 05 03 02) ადგილობრივი თვითთმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზედებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი საუკეთესო ინიციატივების, პროექტების გამოსავლენად და მოხდება გამარჯვებული პროექტების დაფინანსება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას, რათა მათ მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ე. ი) ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამა (კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა რომელიც ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ვანი-ბაღდათის ეპარქიას შორის გაფორმებული სუბსიდირების ხელშეკრულების ფარგლებში. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ეკლესიის ფინანსური ხელშეწყობა. ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 00) პრიორიტეტის მოკლე აღწერა – ბაღდათის მუნიციპალიტეტის განაგრძობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას რა მიზნითაც პრიორიტეტით გათვალისწინებულია 23 პროგრამა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ვ. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: 1. არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; 2. დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; 3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; 4. სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; 5. ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა. ვ.ბ) სამედიცინო დახმარების ხარჯები (კოდი 06 02 01) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა ან წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ სამედიცინო მომსახურების (კვლევა, ოპერაცია, მკურნალობა, ქიმიოთერაპია) ხარჯები. ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა განისაზღვრება მუნიციცპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად. თანხა ჩაირიცხება მომსახურების მომწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ონკოლოგიური პაციენტები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულისა და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენისაგან. პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და მათზე ზრუნვა, მკურნალობის ხარჯების თანადაფინასება. დაავადებათა გართულების პრევენცია. სამედიცინო მომსახურებაზე ბენეფიციართა ხელმისაწვდომობა. ვ.გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (კოდი 06 02 02) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანების გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მათ ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი ფინასური დახმარება 250 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამა ხორციელდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ქვეპროგრამის მიზანია ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება. ვეტერანთა ოჯახების მხარდაჭერა. ვ.დ) საქართველოს ტერტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა ოჯახების დახმარების ხარჯები (კოდი 06 02 03) საქართველოს ტერტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები (მშობელი, მეუღლე ან შვილი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წელიწადში ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით (8 აგვისტოს ან 27 სექტემბრის თარიღებთან დაკავშირებით). ქვეპროგრამის მიზანია საქართველოს ტერტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარება, მხარდაჭრა და თანადგომა. ვ.ე) ოფასო სასადილოების დაფინანსება (კოდი 06 02 04) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები ყოველდღიურად მიიღებენ უფასო სადილს. ბენეფიციარი შეირჩევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის“ მიერ. მიზანია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით უზრუნველყოფა. ვ.ვ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 06 02 05) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც 2022-2023 წლებში შეეძინათ მეორე ან შემდეგი შვილი, საჩუქრად მიეცემათ: მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 200 ლარი, მესამე შვილის შეძენისას 300 ლარი, მეოთხე და შემდეგი შვილის შეძენისას 500 ლარი, ტყუპების შეძენისას 800 ლარი. ქვეპროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ვ.ზ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა განკუთვნილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურილი ობიექტების აღსადგენად და/ან მოსახლეობის დასახმარებლად, როგორებიცაა: წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და ა. შ. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი. ქვეპროგრამის მიზანია სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ვ.თ) თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება (კოდი 06 02 07) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დამარებას არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში. დახმარების მისაღებად, ოჯახმა, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან უნდა დააკმაყოფილოს ერთ-ერთი მაინც: ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; ბ) ოჯახში არის ონკოლოგიური, გადაადგილებაშეზღუდული, ფსიქიკური აშლილობის ან სხვა მძიმე დაავადების მქონე პირი. გ)ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი და მეტი 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი. დ)ოჯახმა დაკარგა მარჩენალი; ე) ოჯახის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ვ) ოჯახში არის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი (აღნიშნული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში). გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს „სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია.“. ქვეპროგრამის მიზანია კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება. კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქება. ვ.ი) ვეტერანთა დახმარება (კოდი 06 02 08) აღნიშნული პროგრამით ერთჯერადი ფულადი დახმარებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანები. კერძოდ: 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასაჩუქრდებიან მეორე სოფლიო ომის მონაწილეები თითოეული 300 ლარით და მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულები 200 ლარით; 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ვეტერანი მიიღებს 200 ლარს; სხვა სახელმწიფოთატერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები მიიღებენ თითოეული 100 ლარს; 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკურად შეჭირვებული ვეტერანებს დახმარება გაეწევათ თითოეულს 100 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. მათი თანადგომა. ვ.კ) შშმ პირთა დახმარება (კოდი 06 02 09) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით; უსინათლო, სმენადაქვეითებულ, ეტლით მოსარგებლე და სხვა სახის შშმ პირებს თანადაფინასება გაეწევათ მათთვის საჭირო სპეციალური მოწყობლების შეძენისას; დაფინანსდება ტრენინგები და სხვა ღონისძიებები, რომლის მიზანი იქნება შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები და თანადაფნასება გაეწევა შშმ პირს საზღვარგარეთ ჩასატერებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად (აუცილებლობის შემთხვევაში). ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის ჰიგიენური საშუალებების შეძენა. ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ვ.ლ) ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურის აღდგენით სამუშაობის მონაწილეთა დახმარება (კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურის აღდგენით სამუშაობზე მონაწილე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად, დახმარების სახით მიიღებენ 200 ლარს. ქვეპროგრამის მიზანია ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურის აღდგენით სამუშაობზე მონაწილე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და თანადგომა. ვ.მ) დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეთა დახმარება. (კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს წელიწადში ერთჯერადად გაეწევათ დახმარება 500 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანს შეადგენს ხანდაზმულებზე ზრუნვისა და თანდგომის გამოხატვა. ვ.ნ) დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება (კოდი 06 02 12) პროგრამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტები ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველსაყოფად ყოფელთვიურად მიიღებენ ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია, დიალიზით მოსარგებლე ბენეფიციართა სატრანსპორტო ხარჯების უზრუნველყოფა. მათი ჯანმრთელობის სტაბილურობს ხელშეწყობა. ვ.ო) 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვებიანი ოჯახების დახმარება (კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები (და რომელთაც 2023 წელს შეუსრულდათ 18 წელი). დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე – 200 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია ობოლი ბავშვების მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა. ვ.პ) მარტოხელა მშობლის დახმარება (კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის ნიზანია მარტოხელა მშობლების მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა. ვ.ჟ) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა. ვ.რ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (კოდი 06 02 16) ქვეპროგრამის ფარგლებში, უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცემა ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით. სარიტუალო მომსახურებისათვის თანხის გაცემა მოხდება მერის წარმომადგენლის მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. ქვეპროგრამის მიზანია უპატრონოიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა. ვ.ს) მედიკამენტების დაფინანსება (კოდი 06 02 17) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა ან წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად. დაფინანსება შეეხება შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებს: ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური, თირკმლის უკმარისობა, ინსულტის შემდგომი პერიოდი, შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, მიასთენია, ფენილკეტონურია და ცელიაკია, ცერებრალური დამბლა, ფსორიაზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პნევმონია, წითელი მგლურა, გლაუკომა, კატარაქტა, ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა, ოჯახური ხმელთშუაზღვის ცხელება, წითელი ქარი, სეფსისი, პრეიტონიტი, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, კოვიდის შემდგომი გართულება, ღვიძლის დაავადება (ციროზი), პრადერ-ვილის სინდრომი. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების თანხით დაფინანსდებიან მიუხედავად დიაგნოზისა. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად დახმარება გაიცემა ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარის ოდენობით; პრადე-ვილის სინდრომით დაავადებული პაციენტები, რომელსაც რეკომენდაციას უწევს მერიის სოციალური მუშაკი, დაფინანსდებიან სრულად, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა წლის განმავლობაში. ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით ხოლო სხვა ზემოთჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, წელიწადში ერთჯერადად. თანხა ჩაირიცხება მომსახურების მომწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ონკოლოგიური სენით, ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულისა და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენისაგან. ქვეპროგრამის მიზანია მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ვ.ტ) აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირების და რეაბილიტაციის პროგრამა. (კოდი 06 02 18) აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც კვალიფიციური სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტიკის, განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასებისა და/ან აბილიტაციის საჭიროება. პროგრამა მოიცავს ერთი მხრივ, საჭიროების მქონე ბავშვების დიაგნოსტირებას, მათი განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასებას და მეორე მხრივ, შესაბამისი მომსახურების თანადაფინანსებას. თითოეული ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება: ა) დიაგნოსტირების მიზნით – არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით (ერთჯერადად); ბ) განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების მიზნით – 150 ლარის ოდენობით (6 თვეში ერთხელ); გ) აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის სეანსების დაფინანსება – წლის განმავლობაში 1000 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტირების, შეფასებისა და ქცევითი თერაპიის საჭიროების მქონე 2-15 წლამდე მოზარდების იდენტიფიცირება; მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება ადრეული დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის გზით. ვ.უ) სასურსათო პაკეტების შეძენა (კოდი 06 02 19) პროგრამა შეიქმნა ახალი კორონავირუსის Covid19 მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ოჯახებისათვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის ნაწილობრივ შემსუბუქების მიზნით და ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების სურსათით დახმარებას. დახმარების მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მეშვეობით. ქვეპროგრამის მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის Covid19 მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ოჯახებისათვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის ნაწილობრივ შემსუბუქება. ვ.ფ) საცხოვრებლით უზრუნველოფა (კოდი 06 02 20) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსებით. . გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება „მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ მიერ. ქვეპროგრამის მიზანია, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლის ქირით უზრუნველყოფა ან/და დაფინანსება დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების. ვ.ქ) ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯის თანადაფინანსება (კოდი 06 02 21) ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე/ბინაზე ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ბენეფიციარს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 2500 ლარისა. ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით. გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება „მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ მიერ. ქვეპროგრამის მიზანია ხანძრისგან დაზარალებული ოჯახების დახმარება. ვ.ღ) ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება (კოდი 06 02 22) ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე. ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების თაობაზე. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს „სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია“. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა. ბავშვებისათვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა. ვ.ყ) ტრანსპორტით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 23) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები ზეგანი და საკრაულა მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. სოფლების მოსახლეობა მუნიციპალურ ცენტრთან დასაკავშირებლად სარგებლობს კომერციული სამარშრუტო ტაქსით, რომელიც კვირაში მოძრაობს 3 დღე. მოსახლეობამ მერიას მომართა ერთობლივი წერილით და ითხოვა დახმარება, რომ მუნიციპალიტეტმა უშუამდგომლოს აღნიშნულ შპს-სთან რეისების რაოდენობის გაზრდისთვის. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი დამატებითი დააფინანსებს შპს-სთან სუბსიდირების ხელშეკრულების ფარგლებში თვიურად 200 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულების ფარგლებში, რომ მოხდეს რეისების გაზრდა კვირაში 3-დღიდან 6 -დღემდე. ქვეპროგრამის მიზანია საქალაქო ტრანსპორტის შუფერხებლად მუშაობა, მოსახლეობის მუნიციპალურ ცენტრთან წვდომის გამარტივება რასაც სოციალური დატვირთვაც გააჩნია. ვ.შ) გენდერული თანასწორობის ხელშწყობა (კოდი 06 03) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის განმახორციელებელია გენდერული თანასწორობის საბჭო, პროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის – ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშბოლების (როგორც ქალის ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების, პირების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ინფორმირებას გენდერულ კანონმდებლობაზე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებზე, სოციალური პარტნიორობის სისტემაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელი სტრუქტურების მხრიდან მკაცრდება მოთხოვნები თანასწორობის პოლიტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გენდერული საჭიროებების შესწავლა და ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე: დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების. სადღეისოდ უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პლატფორმაზე, რასაც საპასუხო ნაბიჯები უნდა მოყვეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. მოხდეს ყველა გენდერული ჯგუფის მხარდაჭერა ადგილობრივი რესურსებით. პროგრამის ფარგლებში 2022 წელს დაფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებასმოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: „ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე“ – ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას;„ტოლერანტობის საერთაშორისო დღე“ – მისი მიზანია არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; „ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ – მსოფლიო გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ – ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცის მიწოდება. „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მოანწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თანასწორობის პრინციპები და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა. ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები – საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებზე და უარყოფით მხარეებზე. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარების ჩატარება – ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. მიმართულ ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცის მიწოდება. „გენდერის საათი“ – ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოების გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპების დასაცავად, გენდერულ თანასწორობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. მრგვალი მაგიდა/შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლელებთან – სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინფორმირება ქალთა მიმართ და/ან ოჯახში ძალადობის საკითხებზე და ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახამრების სერვის ების შესახებ. მეწარმე ქალები – გაიზიარე წარმატების მაგალითი – სტარტაპებისთვის და მეწარმე ქალებისთვის მოეწყობა გასვლითი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც ხელსშეუწყობს ახალი კონტაქტების შეძენას, გაიჩინონ ახალი ბიზნეს პარტნიორები და განახორციელონ ახალი ბიზნეს იდეები. „სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე“ – რომლის მიზანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა, მათი წვლილის აღიარება ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, ასევე სოფლად სიღარიბის დაძლევაში. „გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“ – მიზანი: მოსახლეობის ინფორმირებულობა გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების კუთხით და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის, ქალთა ოთახის სერვისების გაცნობა „ადამინის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე“ – მიზანი: ხაზგსამა, რომ ადამიანები თანასწორი ვართ და ყველას გვაქვს თანასწორი უფლებები მიუხედავად იმისა, რომელ სტრუქტურას წარმოვადგენთ, რომელ აღმსარებლობას მივყვებით, რა ენაზე ვმეტყველებთ და ა. შ. ბალანსი ორ მნიშვნელოვან ამოცანას შორის: „ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და ეს არის ადამიანის დაცვა“; „როგორ გავხდეთ წარამატებული ადამიანი“ – სკოლის მოსწავლეებისათვის გაიმართება მინი- ლექცია და დისკუსია „იყავი წარმატებული“ „რა არის წარმატება და რა უნარჩვევებია ამისთვის საჭირო“. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია ქალების ცნობიერების ამაღლება. მეწარმე ქალთა გაძლიერება, ქალთა ჩართულობის ზრდა და მონაწილოება საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი უფლებებითა და შესაძლებლობებით. პროგრამის მიზანია გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობირების ამაღლება.“. 12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები